პრემიერა საქართველოს კინოთეატრებში: რეზო გიგინეიშვილის  „სიყვარული აქცენტით“ (VIDEO)

პრემიერა საქართველოს კინოთეატრებში: რეზო გიგინეიშვილის „სიყვარული აქცენტით“ (VIDEO)

დღეს, საქართველოს კინოთეატრებში მოსკოვში მოღვაწე ქართველი რეჟირისორის რეზო გიგინეიშვილის ფილმის პრემიერაა.  „სიყვარული აქცენტით“ -ასე ჰქვია ლირიკულ კომედიას, რომელიც რუსულ კინოგაქირავებაში 11 ოქტომბერს ჩაეშვა.

ფილმის პირველი პრემიერა მოსკოვში საერთაშორისო რუსული ნაციონალური კინოფესტივალის „Окно в Европу“-ს არასაკონკურსო ჩვენებაზე გამართა. პრემიერას ესწრებოდნენ: მიხალკოვის ოჯახი, სვეტლანა ბონდარჩუკი, ალა პუგაჩოვა, სოსო პავლიაშვილი და მრავალი სხვა ცნობილი სახე.

„მიმინოს“ შემდეგ თითქმის მივიწყებული აქცენტი, რუსულ ეკრანებზე ბრუნდება“,  რუსმა და ქართველმა კინემატოგრაფისტებმა გააერთიანეს საუბრები მუდმივ ფასეულობებზე - სიყვარულსა და მეგობრობაზე“- წერდნენ რუსული გამოცემები პრემიერის შემდეგ.

 „სიყვარული აქცენტით“ - ხუთი დამოუკიდებელი ნოველისგან შედგება. შეხვდებით განქორწინების ზღვარზე მყოფ მოდურ წყვილს, ჰელგას, რომელიც ოცნების მამაკაცის საპოვნელად ჩამოდის და შეყვარებულებს, რომლებიც მკაცრ მშობლებს გაურბიან.

ფილმში მთავარ როლებს რუსი და ქართველი მსახიობები ასრულებენ: სვეტლანა ბონდარჩუკი, ნადეჟდა მიხალკოვა, ანა მიხალკოვა, ნიკიტა ეფრემოვი, დუტა სხირტლაძე, გიორგი ყიფშიძე, სოფო ნიჟარაძე, გია გოგიშვილი, გია ჯაფარიძე, თამარ სხირტლაძე, მერაბ ნინიძე, ონისე ონიანი, ვახტანგ კიკაბიძე, ნანი ბრეგვაძე და სხვები.

ფილმის გადაღება თბილისში, ბათუმში, სიღნაღში და საქართველოს მთიანეთში მიმდინარეობდა. ფილმის მთავარი საუნდტრეკია ქართული სიმღერა „სულიკო“ გარდა ამისა, გამოყენებულია თანამედროვე რუსი, უკრაინელი და ქართველი მომღერლების სიმღერები.