აპირებს თუ არა  ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოში დაბრუნებას,  განცხადებას უახლოეს მომავალში გააკეთებს

აპირებს თუ არა ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოში დაბრუნებას, განცხადებას უახლოეს მომავალში გააკეთებს

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ამჟამად, „ქართული პარტიის“  თავმჯდომარე ირაკლი ოქრუაშვილი შესაძლოა, საქართველოში დაბრუნდეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, from.ge „ქართული პარტიის“ პრესსამსახურის უფროსს ლია კამლაძეს დაუკავშირდა.

კამლაძის განცხადებით, ამის შესახებ განცხადებას ირაკლი ოქრუაშვილი დაახლოებით, ორ კვირაში გააკეთებს.

„ირაკლი ოქრუაშვილი  პოლიტიკური დევნილია და ეჭვი არ მეპარება,  რომ ყველა პოლიტიკურ დევნილს საკუთარ სამშობლოში დაბრუნება უნდა. რას გეგმავს ამას თვითონ ბატონი ირაკლი  გაახმაურებს, მაგრამ ალბათ, გასაკვირი  არ უნდა იყოს,  რომ ჩამოსვლას გეგმავდეს. ამაში გასაკვირი არაფერია“, - განაცხადა კამლაძემ.