შტეფან ფულე და ჰელგა შმიდტი თბილისს უკვე ეწვივნენ

შტეფან ფულე და ჰელგა შმიდტი თბილისს უკვე ეწვივნენ

ევროკომისარი გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულე და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორის მოადგილე ჰელგა შმიდტი დღეს თბილისს უკვე ეწვივნენ.

ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობის ცნობით, დღის მეორე ნახევარში შტეფან ფულე პრესისთვის ბრიფინგს გამართავს.

სამუშაო ვიზიტის სხვა დეტალები და შეხვედრების კონკრეტული განრიგი ჯერჯერობით უცნობია.

ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, ქეთრინ ეშტონმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს ყოველთვიურ კონსილიუმზე განაცხადა, რომ შტეფან ფულე და ჰელგა შმიდტი მისი სახელით შეხვედრებს ადგილობრივ პოლიტიკურ ლიდერებთან გამართავენ.