მსახიობი, რომელმაც ადრეულ ასაკში გაითქვა სახელი ფილმების სერიით “მარტო სახლში” რეალურ ცხოვრებაშიც მარტო დარჩა.
მაკოლეი კალკინი მსახიობ მილა კუნისს რვა თვის განმავლობაში ხვდებოდა. ცოტა ხნის წინ ქალიშვილმა ამ ურთიერთობისათვის წერტილის დასმა გადაწყვიტა და მაკოლეის საბოლოოდ დაშორდა.
გაყრის მიზეზი 28 წლის მილამ და 31 წლის მაკოლეი კალკინმა გადაწყვიტეს არ გაეხმაურებინათ. თუმცა ამერიკული მას-მედიის “ყვითელი ფრონტის” წარმომადგენლების მტკიცებით საქმე მეტად სერიოზულად ყოფილა.
მაკოლეი კალკინის სამსახიობო კარიერა კარგად ვერ აეწყო. ის ფაქტიურად “ერთი როლის მსახიობად” დარჩა. მილა კუნისმა კი ბოლო პერიოდში დიდი სახელი მოიპოვა. გავიხსენოთ თუნდაც გახმაურებული სურათი “შავი გედი”, სადაც კუნისი ნატალი პორტმანის მეტოქეს განასახიერებდა.
ამერიკელი ჟურნალისტების აზრით, მაკოლეი კალკინმა შეყვარებულის მზარდი პოპულარობა ვერ გადაიტანა და წყვილს ურთიერთობა ამის შემდეგ დაეძაბა.
განშორების მიუხედავად მსახიობები ამბობენ, რომ ერთმანეთს მშვიდობიანად დაშორდნენ და შემდგომშიც მეგობრებად დარჩებიან.