გიუნტერ ბეხლერი: საპარლამენტო არჩევნები იყო პლებისციტი, რომლითაც საქართველო პოსტსაბჭოთა სივრციდან გამოვიდა

გიუნტერ ბეხლერი: საპარლამენტო არჩევნები იყო პლებისციტი, რომლითაც საქართველო პოსტსაბჭოთა სივრციდან გამოვიდა

საქართველოში შვეიცარიის ელჩის გიუნტერ ბეხლერი მიიჩნევს, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ის  პლებისციტი იყო, რომლითაც საქართველო პოსტსაბჭოთა სივრციდან გამოვიდა.

ამის შესახებ ბეხლერმა აღმოსვლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების საქართველოს ეროვნული პლატფორმის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა და აღნიშნა, რომ ეს უდიდესი დემოკრატიული მოვლენა იყო.

მისივე თქმით, შვეიცარია ვერ დაეხმარება საქართველოს ნატო-ში და ევროკავშირში გაწევრიანებაში, თუმცა დაეხმარება ევროპული ინსტიტუტების ჩამოყალიბებაში

„ეს იყო დემოკრატიული არჩევნები ბოლო 20 წლის მანძილზე, რითაც საქართველო პოსტსაბჭოთა სივრციდან გამოვიდა. ამ პროცესის პირველი ნაწილი წარმატებით დასრულდა, აუცილებელია მეორე და მესამე ნაწილების ასევე წარმატებით განხორციელება. მეორე ეტაპია პარლამენტის სხდომის ჩატარება და ინსტიტუციების ფორმირება, მესამე კი პრიორიტეტების განხორციელება. მხარეებმა არ უნდა დაივიწყონ მათ მიერ გაცემული დაპირებები, ეს პოლიტიკოსებს ზოგჯერ სჩვევიათ. შვეიცარია ვერ დაეხმარება საქართველოს ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანებაში, თუმცა დაეხმარება ევროპული ინსტიტუტების ჩამოყალიბებაში", - აღნიშნა ბეხლერმა.