ნოდარ ხადური: ფინანსთა მინისტრად ჩემი შესაძლო დანიშვნის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტების მოსაზრებაა

ნოდარ ხადური: ფინანსთა მინისტრად ჩემი შესაძლო დანიშვნის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტების მოსაზრებაა

კოალიცია „ქართული ოცნების" წევრი,  ნოდარ ხადური ფინანსთა მინისტრად მის შესაძლო დანიშვნის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტების მოსაზრებას უწოდებს და „გამოცხადებული ნდობისთვის“ ჟურნალისტებს მადლობას უხდის.

„მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობასთან დაკავშირებით კონსულტაციები გრძელდება და, თუ ვინ გახდება ფინანსთა მინისტრი, ამის შესახებ ხვალ ბიძინა ივანიშვილისგან გახდება ცნობილი“, - განაცხადა მან.

ამასთან, ხადურმა საქართველოში პურის გაძვირებასთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი.

„მნიშვნელოვანია ბაზრის დემონოპოლიზაცია მოხდეს, რადგან არიან ცალკეული კომპანიები, რომელთაც შეუძლიათ, ბაზარს საკუთარი ფასი უკარნახონ, რის გამოც მნიშვნელოვანია, რომ კონკურენციის ხელშესაწყობად ანტიმონოპოლიური სამსახური ამოქმედდეს“, - დასძინა მან.