საქალაქო სასამართლოში  ჟურნალისტ მაკა დეკანოსიძის  პროცესი  მიმდინარეობს

საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ მაკა დეკანოსიძის პროცესი მიმდინარეობს

საქალაქო სასამართლოში გაზეთ  „ქართული სიტყვის“ ჟურნალისტის მაკა დეკანოსიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ამის შესახებ From.ge-ს „ქართული სიტყვის რედაქტორმა ვანო პავლიაშვილმა განუცხადა.

 „ამ წუთებში მაკა დეკანოსიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დაველოდებით სასამართლო გადაწყვეტილებას და შემდეგ ვიმოქმედებთ შესაბამისად“,-განაცხადა პავლიაშვილმა.

 22 სექტემბერს, როდესაც სტუდენტები და საზოგადოება დაჩი ცაგურიას დაკავებას საზოგადოებრივ მაუწყებელთან აპროტესტებდა, სამართალდამცავები რამდენიმე ახალგაზრდის დაკავებას კიდევ შეეცადნენ. სტუდენტებმა და ჟურნალისტებმა  მოსთხოვეს პოლიციელებს განემარტათ, თუ რატომ ხდებოდა ამ ახალგაზრდების დაკავება. მაკა დეკანოიძეც, სხვებთან ერთად ჩასვეს მანქანაში, შეადგინეს ოქმი, თუმცა დეკნოსიძემ ამ ოქმზე ხელი არ მოაწერა.  სამართალდამცავებმა დეკანოიძე სახლში გაუშვეს და გააფრთხილეს, რომ მეორე დღეს, ანუ 23 სექტემბერს სასამართლოში დაიბარებდნენ.

მაკა დეკანოიძე სამართალდამცავებმა დღეს, სახლში დააკავა და საქალაქო სასამართლოში გადაიყვანეს.