ბრედ პიტი პირველი მამაკაცი Chanel No.5 - ის ისტორიაში(VIDEO)

ბრედ პიტი პირველი მამაკაცი Chanel No.5 - ის ისტორიაში(VIDEO)

მოდის სახლი Chanel -ი ყოველთვის ახერხებს მომხმარებლის გაოცებას. არსებობის არც თუ ისე, მოკლე პერიოდში Chanel No.5-მა საკულტო არომატის, სარეკლამო სახეებად სხვადასხვა ეპოქის, ულამაზესი ქალბატონები წარმოგვიდგინა, თავად კოკო შანელი მისი პირველი სარეკლამო სახე იყო.

Chanel No.5-ს დღეს, ახალი სარეკლამო სახე ჰყავს, პირველად მისი არსებობის ისტორიაში, ის მამაკაცია. მამაკაცი, რომელზეც მანდილოსნების 90% შეყვარებულია, ალბათ ასეც უნდა ყოფილიყო, რადგანაც, ზუსტად იგივე დამოკიდებულება აქვთ ქალებს, თავად ამ არომატის მიმართ. Chanel No.5ს რეკლამირებას დღეიდან ჰოლივუდის მსახიობი ბრედ პიტი გაუწევს.

ბრედი უკვე ჩაერთო სარეკლამო კამპანიის ფარგლებში დაწყებულ გადაღებებში, გამოვიდა პირველი ვიდეორგოლიც, რომელიც Chanel-ის მოდის სახლმა ოფიციალურად გაავრცელა. როგორც ამბობენ მსახიობმა Chanel-თან გაფორმებული ამ კონტრქტით ძალიან დიდი თნხა მიიღო.