ალექსი პეტრიაშვილი: ხელისუფლებამ საზოგადოებას მომავალი წლის ბოლომდე ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლაზე  მცდარი  მოლოდინი შეუქმნა

ალექსი პეტრიაშვილი: ხელისუფლებამ საზოგადოებას მომავალი წლის ბოლომდე ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლაზე მცდარი მოლოდინი შეუქმნა

სასტუმრო  „ქორთიად მარიოტში“ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის კონფერენციის დაწყებამდე,   ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა ალექსი პეტრიაშვილმა ამ შეხვედრის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ევროკავშირისთვის სამოქალაქო სექტორის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია.

პეტრიაშვილის განცხადებით, ევროკავშირის მიმართულებით გაგრძელდება მუშაობა ასოცირების შეთანხმებაზე, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ და უვიზო მიმოსვლის თაობაზე.

მისი მოსაზრებით, ხელისუფლებამ საზოგადოებას მომავალი  წლის ბოლომდე ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის  თაობაზე გადაჭარბებული მოლოდინი შეუქმნა.

„აღსანიშნავია, რომ ის მოლოდინი,  რომელიც ხელისუფლებამ შექმნა, თითქოს მომავალი წლის ბოლომდე ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდება,  რეალობას არ შეესაბამება, ეს არის მცდარი მოლოდინია,  თუმცა პროცესი წინ წავა და ამ მხრივ სერიოზული მუშაობა იქნება“, - განაცხადა პეტრიაშვილმა და დასძინა, რომ გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა თავისუფალი ვაჭრობისა და ასოცირების შესახებ ხელშეკრულების გაფორმების მიმართულებით და შესაძლოა, ეს პროცესი მომავალი წლის ბოლომდე დასრულდეს.