ავსტრიელი ექსტრემალის ოთხი მსოფლიო რეკორდი პირდაპირ ეთერში (VIDEO)

ავსტრიელი ექსტრემალის ოთხი მსოფლიო რეკორდი პირდაპირ ეთერში (VIDEO)

გუშინ, ავსტრიელმა ექსტრემალმა ფელიქს ბაუმგარტნერმა ოთხი მსოფლიო რეკორდი ერთდროულად დაამყარა. ნახტომი ყველაზე დიდი სიმაღლიდან, ბგერის სიჩქარის გადაჭარბება, თავისუფალი ვარდნისას ფრენის მანძილი და საჰაერო ბურთით ფრენის სიმაღლე.

43 წლის პარაშურისტი 39 კილომეტრი სიმაღლიდან გადმოხტა და  ნიუ-მექსიკოს შტატის უდაბნოში უვნებლად დაეშვა. თავისუფალი ვარდნის სიჩქარემ  ბგერის სიჩქარეს გადააჭარბა. მან 1100 კმ/საათი შეადგინა.

39 კილომეტრ სიმაღლემდე ის 2 საათი და 15 წუთი ადიოდა, სპეციალურ კაფსულაში, რომელიც 35 კამერით იყო აღჭურვილი. ფრენის ხანგრძლივობა 10 წუთამდე გრძელდებოდა, ამ დროიდან ნახევარი - ხუთი წუთი- მან თავისუფალი ვარდნაში გაატარა. 1,5 კილომეტრ სიმაღლეზე კი პარაშუტი გახსნა.

ფრენის კონტროლის ცენტრი შტატებში, ნიუ მეხიკოშიიყო განთავსებული, იქიდანვე ხორციელდებოდა ფრენის პირდაპირი ტრანსლირება. ექსტრემალი ამ მისიისათვის 5 წელი ემზადებოდა. ტრანსლაციას თვალს 8 მილიონზე მეტი ადამიანი ადევნებდა.

ამ დრომდე სიმაღლიდან ხტომის რეკორდი აშშ-ის ავიაციის პოლკოვნიკს, ჯო კიტინგერს ეკუთვნოდა, რომელიც 31,3 კილომეტრი სიმაღლიდან გადმოხტა.