გიორგი ბარამიძე: თამასა, რომელიც  ყოფილმა ხელისუფლებამ დემოკრატიული განვითარების კუთხით დაიჭირა,  არ უნდა დაეცეს

გიორგი ბარამიძე: თამასა, რომელიც ყოფილმა ხელისუფლებამ დემოკრატიული განვითარების კუთხით დაიჭირა, არ უნდა დაეცეს

 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის გიორგი ბარამიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ისეთი ოპოზიცია იქნება, რომელსაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს, თავად ისურვებდა.

ბარამიძის განცხადებით, აპირებენ ძალიან აქტიური და კონსტრუქციული ოპოზიცია იყვნენ.

„ეს ჭირდება ჩვენს ქვეყანას,  ჩვენ ვიქნებით ძალიან პრინციპულები, როცა ამის აუცილებლობა იქნება და ქვეყნისთვის საჭირბოროტო საკითხების გადაწყვეტას შეექმნება საფრთხე და ამავე დროს მხარში დავუდგებით ხელისუფლებას კარგ საქმეებში. ეს აუცილებელია დემოკრატიული პროცესებისათვის“, - განაცხადა ბარამიძემ.

მისი თქმით, ის თამასა, რომელიც საქართველოს უკვე ყოფილმა ხელისუფლებამ არა მარტო რეფორმების  არამედ,  დემოკრატიული განვითარების კუთხით დაიჭირა,  არ უნდა დაეცეს.

„ჩვენ უნდა ვიაროთ წინ“, - განაცხადა ბარამიძემ.