თეატრალურ უნივერსიტეტში არსებულ პრობლემებზე პრესკონფერენცია გაიმართება და რუსთაველის გამზირი 5 წუთით გადაიკეტება

თეატრალურ უნივერსიტეტში არსებულ პრობლემებზე პრესკონფერენცია გაიმართება და რუსთაველის გამზირი 5 წუთით გადაიკეტება

თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის თანამშრომლების განცხადებით, უნივერსიტეტში სერიოზული პრობლემები არსებობს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს პრესკონფერენცია გაიმართება.

როგორც უნივერსიტეტის თანამშრომლებთან ნაწილი აცხადებს, ყველანაირ ზღვარს გადასცდა ის, რაც თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში ხდება.

თანამშრომლები მიიჩნევენ, რომ უნივერსიტეტის ახალმა რექტორმა ნოშრევან ჩხეიძემ იმედები ვერ გაამართლა. ახალი ხელმძღვანელობის მისვლის შემდეგ, 7 თვეა გასული, თუმცა კარგისკენ არაფერი შეცვლილა.

მათივე ინფორმაციით, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, უნივერსიტეტის თანამშრომელთა ნაწილი აპირებს, 15 ოქტომბერს, სწავლის დაწყების დღეს 16.00 საათზე გამართოს პრესკონფერენცია უნივერსიტეტში , ასევე იგეგმება რუსთაველის გამზირის 5 წუთით გადაკეტვა.