გოგი თოფაძე: ქიტიაშვილმა იცოდა, რომ მას პრაქტიკულად, გამარჯვების შანსი არ ჰქონდა

გოგი თოფაძე: ქიტიაშვილმა იცოდა, რომ მას პრაქტიკულად, გამარჯვების შანსი არ ჰქონდა

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის გოგი ფოფაძის შეფასებით, ხაშურში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ბაჩო ქიტიაშვილის მიერ, განმეორებით კენჭისყრამდე რამდენიმე საათით ადრე, კანდიდატურის მოხსნა,  მისი და მისი გუნდის მიერ, თამაშია.

თოფაძის განცხადებით,  ქიტიაშვილს კანდიდატურა გაცილებით ადრე უნდა მოეხსნა და აღნიშნავს, რომ ახლა, მის განცხადებას არანაირი იურიდიული ძალა არ აქვს.

„ეს მისი თანაგუნდელების თამაშია. მას კანდიდატურის მოხსნა, თუ სურდა, ეს გაცილებით ადრე უნდა გაეკეთებინა. ახლა,  ეს,  რაღაც მორიგი ფანდია. მის ნათქვამს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ხაშურში ვალერი გელაშვილი გაიმარჯვებს, მას უამრავი ადამიანი უჭერს მხარს. იცოდა, რომ პრაქტიკულად, შანსი არ ჰქონდა და ეს გადაწყვეტილებაც ალბათ, იმიტომ მიიღო“, - განაცხადა თოფაძემ.