გახარიას პარტიის წევრების პარლამენტში შესვლას რაც შეეხება, ეს უკვე გარდაუვალია, ეს იურიდიულადაც პრაქტიკულად უკვე გააფორმეს, როდესაც განცხადებები დაწერეს სხვადასხვა თვითმმართველობაში, წამოსვლასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE-ში" განაცხადა.
პრემიერის თქმით, მათ უწევთ, რომ შეიყვანონ დეპუტატები პარლამენტში, იმისათვის, რომ აღუდგეთ დაფინანსება მომავალი წლიდან.
„გახარიას პარტიის წევრების პარლამენტში შესვლას რაც შეეხება, ეს უკვე გარდაუვალია. ეს იურიდიულადაც პრაქტიკულად უკვე გააფორმეს, როდესაც განცხადებები დაწერეს სხვადასხვა თვითმმართველობაში, წამოსვლასთან დაკავშირებით. შემოვლენ. თავის დროზე კანონი არ იცოდნენ. არ იცოდნენ, რომ სხდომების ნახევარზე მეტის გაცდენის შემთხვევაში პარტიას უჩერდებოდა დაფინანსება. ახლა გაიგეს, რომ ასეთი კანონი არსებობს, ამიტომ უწევთ, რომ შემოიყვანონ დეპუტატები პარლამენტში, იმისათვის, რომ აღუდგეთ დაფინანსება მომავალი წლიდან. საინტერესო არ არის, შემოვლენ, არ შემოვლენ, არაფერს არ ცვლის", - განაცხადა პრემიერმა.