„დიმიტრი ლორთქიფანიძე სახალხო დამცველად“- გლდანის ციხესთან და „ქართული ოცნების“ ოფისთან აქცია გაიმართა

„დიმიტრი ლორთქიფანიძე სახალხო დამცველად“- გლდანის ციხესთან და „ქართული ოცნების“ ოფისთან აქცია გაიმართა

ლოზუნგით „დიმიტრი ლორთქიფანიძე სახალხო დამცველად“-  გლდანის ციხესთან და პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ოფისთან აქცია გაიმართა.

აქციის ორგანიზატორები პატიმართა მშობლები და ახლობლები არიან.

ისინი სახალხო დამცველის თანამდებობაზე დიმიტრი ლორთქიფანიძის კანდიდატურის განხილვას მოითხოვენ.

მათი თქმით, ლორთქიფანიძის მხარდასაჭერად უკვე, 3 ათასი ხელმოწერაა შეგროვებული.

პატიმართა მშობლები ბიძინა ივანიშვილს თხოვნით მიმართავენ,  რომ  მათი აზრი გაითვალისწინოს.