ლანა დელ რეის ახალი სიმღერისა და კლიპის პრემიერა (VIDEO)

ლანა დელ რეის ახალი სიმღერისა და კლიპის პრემიერა (VIDEO)

ამერიკელი მომღერალი, წლის მუსიკალურ მოვლენად აღიარებული ლანა დელ რეი აქტიურ მოღვაწეობას განაგრძნობს. ის მრავალრიცხოვან მსმენელს ახალ ალბომს უმზადებს,  ალბომის მზადების პარალელურად კი გვთავაზობს ამ ალბომში შემავალ უკვე ჩაწერილ სიმღერებს. „Ride“ -ეს სიმღერა ერთ-ერთი მათგანია ალბომიდან Born to Die: Paradise Edition. სიმღერისა და 10 წუთიანი ვიდეორგოლის პრემიერა დღეს შედგა, ალბომის პრეზენტაციას კი მომღერლის გულშემატკივრები 13 ნოემბერს იხილავენ.

შეგახსენებთ, მუსიკალური კორპორაცია „Official UK Charts Company“-მ დიდ ბრიტანეთში 2012 წლის პირველი და მეორე კვარტლის ყველაზე გაყიდვად ციფრულ მომღერლად ლანა დელ რეი დაასახელა.

2012 წელს გაიყიდა ლანას ალბომის „Born To Die“ მილიონზე მეტი ციფრული ვერსია. აღსანიშნავია, ის ფაქტის, რომ ასეთ შედეგს მომღერალმა ყოველგვარი ალბომის მხარდასაჭერი პრომო-კომპანიის გარეშე მიაღწია

28 წლის მომღერალი, მუსიკალურ სენსაციად აღიარებული ლანა დელ რეინი მამაკაცების ჟურნალმა GQ-მ წლის ქალად დაასახელა.