გაერომ აფრიკის ქვეყნებს მალიში ინტერვენციაზე თანხმობა განუცხადა

გაერომ აფრიკის ქვეყნებს მალიში ინტერვენციაზე თანხმობა განუცხადა

გაერომ თანხმობა მისცა აფრიკის ქვეყნებს, 45 დღეში მოამზადონ და განახორციელონ სამხედრო ოპერაცია მალის ჩრდილოეთ რაიონებში, რომელიც ისლამისტებსა და სეპარატისტ ტუარეგამებს აქვთ დაპყრობილი. დასავლეთ აფრიკის 15 სახელმწიფოს ეკონომიკური კავშირი მზად არის მალში 3000 სამხედრო გაგზავნოს.

საფრანგეთმა, რომელმაც ჯერ კიდევ სექტემბერში წარუდგინა გაეროს მალის ინტერვენციის პროექტი, მზაობა გამოთქვა აფრიკის ქვეყნების კავშირის დასახმარებლად.

„ის, რაც ბოლო თვეებში მალიში ხდება , სადაც გამაგრებულები არიან ტერორისტები, საშიშორებას უქმნის მთელ ჩრდილოეთ აფრიკას. ეს არ არის დამოუკიდებელი ქვეყნის წინააღმდეგ აგრესია, ეს აფრიკის კონტინენტისა და ევროპის უსაფრთხოებზე ზრუნვაა“,-განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა სენეგალში ვიზიტისას.