სოზარ სუბარი: ზოგიერთი მინისტრობის კანდიდატებზე გადაწყვეტილება უკვე მიღებულია

სოზარ სუბარი: ზოგიერთი მინისტრობის კანდიდატებზე გადაწყვეტილება უკვე მიღებულია

სასჯელაღსრულების მინისტრობის კანდიდატის, სოზარ სუბარის განცხადებით, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერთან ბიძინა ივანიშვილთან კონსულტაციების თემა  2   საკითხს მოიცავდა.

აღნიშნულის შესახებ, სუბარმა ბიზნესცენტრის დატოვების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ეკონომიკის სამინისტროს ფორმირებისთვის სერიოზული სამუშაოები მიმდინარეობს და ასევე მსჯელობა მინისტრობის იმ კანდიდატებზე და მათ მოადგილეებზე მიმდინარეობს,  რომლებიც ჯერ დასახელებული არაა.

„შედეგი, ცოტა ხანში გახდება ცნობილი“, - განაცხადა სუბარმა.

მისივე თქმით,  აქვს კონკრეტული მონახაზები მის მოადგილეებზეც, რომელთა დაკონკრეტებისაგანაც სუბარმა თავი შეიკავა.

სუბარის თქმითვე, ზოგიერთ მინისტრობის კანდიდატებზე გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.