ნოდარ ჯავახიშვილი: საკრედიტო განაკვეთები აუცილებლად დაიწევს

ნოდარ ჯავახიშვილი: საკრედიტო განაკვეთები აუცილებლად დაიწევს

 „ქართუ ბანკის“ პრეზიდენტის და ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის კანდიდატის ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებით, საკრედიტო განაკვეთებს ბანკები აუცილებლად დაწევენ მას შემდეგ, რაც საბანკო სისტემაში ხელისუფლების დანაშაულებრივი ჩარევა მოიხსნება.   

„საკრედიტო განაკვეთები აუცილებლად დაიწევს, იმიტომ რომ დაიწევს ბიზნესების უმრავლესობის სარეალიზაციო პროდუქციის ფასები. ამასთან, ფასწარმოქმნის პროცესში აღარ იქნება ჩართული ხელისუფალის პირადი ჯიბე. როგორც კი საბანკო სისტემაში ხელისუფლების დანაშაულებრივი ჩარევა მოიხსნება, ბანკები თავისთავად შეეცდებიან ავტომატურ რეჟიმში ნებისმიერი ბიზნესის გაჯანსაღებას“,-განაცხადა ჯავახიშვილმა.