ბაჩო ქიტიაშვილი: გადავწყვიტე, განმეორებით არჩევნებში მონაწილეობაზე უარი ვთქვა

ბაჩო ქიტიაშვილი: გადავწყვიტე, განმეორებით არჩევნებში მონაწილეობაზე უარი ვთქვა

ხაშურში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ბაჩო ქიტიაშვილმა კანდიდატურა მოხსნა .

აღნიშნული გადაწყვეტილება ქიტიაშვილმა  ჟურნალისტებს დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე  გააცნო.

გადაწყვეტილების მიზეზად მან ხაშურში  „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატ ვალერი გელაშვილისა და მისი მხარდამჭერების მხრიდან ზეწოლა დაასახელა.

„გრძელდება დაუფარავი აგრესია, როგორც ჩემი შტაბის წევრების, ისე საოლქო საუბნო კომისიის წევრების მიმართ. ამ პირობებში ხაშურში ჩემი მონაწილეობა შეუძლებლად მიმაჩნია. ამიტომ გადავწყვიტე, უარი ვთქვა განმეორებით არჩევნებში. მე გამოვთქვამ იმედს, რომ ძალადობა და შანტაჟი სამომავლოდ არ დარჩება უყურადღებოდ და იქნება რეაგირება“, - განაცხადა ქიტიაშვილმა.

ცნობისთვის, ხაშურის საარჩევნო ოლქის -№ 3, №8, №10, №45, №46 უბნებზე ხვალ განმეორებითი კენჭისყრაა დანიშნული.

იმის შესახებ,  მოახდენს თუ არა აღნიშნულ პროცესზე გავლენას ქიტიაშვილის გადაწყვეტილება, ცესკოში განცხადება დღეს გაკეთდება.