თბილისის ზოოპარკის ახალი ბინადრები: სიმბასა და ნალას სამი ბოკვერი ეყოლათ

თბილისის ზოოპარკის ახალი ბინადრები: სიმბასა და ნალას სამი ბოკვერი ეყოლათ

თბილისის ზოოპარკში მატებაა. 9 სექტემბერს, ამ ზოოპარკის არსებობის ისტორიაში პირველად  გაჩნდა ლომის სამი ბოკვერი. სიმბასა და ნალას წყვილს სამი ნაშიერი ეყოლა. ბოკვერები ამჟამად მხოლოდ დედ–მამის ზრუნვის ქვეშ არიან, მათი წონა და სქესი უცნობია, რადგან ვეტექიმს მასთთან დიდი ხნით შესვლა ჯერ არ შეუძლია. პატარებს უკვე თვალიც აეხილათ და სიარულსაც ნელ–ნელა სწავლობენ.