სელმა ჰაიეკი: ჩემი ცხოვრება სამ ნაწილადაა გაყოფილი! (VIDEO)

სელმა ჰაიეკი: ჩემი ცხოვრება სამ ნაწილადაა გაყოფილი! (VIDEO)

ცნობილი მექსიკელი მსახიობი სელმა ჰაიეკი, ერთ-ერთ უცხოურ გამოცემასთან ინტერვიუში ოჯახსა და პირად ურთიერთობებზე საუბრობს. ჟურნალისტის კითხვაზე გასჩენია თუ არა სურვილი ჰოლივუდიდან წასულიყო და მთელი დრო მხოლოდ ოჯახისთვის დაეთმო მსახიობი პასუხობს: ჩემი ცხოვრება სამ ნაწილადაა გაყოფილი. ერთია საქმე, მეორე – ოჯახური ცხოვრება, რომელიც ყველაზე კარგია ამ სამიდან და მესამეა ჩემი პირადი, სადაც არც დედა ვარ და არც ცოლი.

-თვლით, რომ ისეთივე წარმატებული ოჯახი გაქვთ, როგორიც კარიერა?

-აუცილებლად, ძალიან გამიმართლა პირად ცხოვრებაში, ზუსტად ისეთ მამაკაცს შევხვდი, როგორზეც ვოცნებობდი. ვოცნებობდი ასევე შვილზეც, იმაზეც კი ვფიქრობდი, რომ ბავშვი ქმრის გარეშეც გამეჩინა, თუ ჩემი ცხოვრების სიყვარული არ გამოჩნდებოდა. თუმცა ჩემი წარმოდგენები, რადიკალურად შეიცვალა, ექსტრემალური სიყვარული მეწვია, ისეთი მგრძნებარე რომანი არავისთან მქონია, როგორიც ჩემს ქმართან. შვილის გაჩენის შემდეგ სულ სხვა ადამიანი გავხდი, ფრანსუა ყველაფერში მეხმარება, ჩემი გოგონა კი არაჩვეულებრივი ბავშვია.

-როგორ გგონიათ, რა არის აუცილებელი სიყვარულისა და იდეალური ურთიერთობების შესანარჩუნებლად?

-უმთავრესი ერთმანეთის პატივისცემაა, აუცილებელია ყველაფერში ზომიერება გამოიჩინო. მასზე არასდროს არ უნდა მოუყვე სხვებს. ის რაც ორ ადამიანს შორის ხდება მათთანვე უნდა დარჩეს. მესამე ადამიანის ჩარევა ურთიერთობებში, ავტომატიურად წარმოშობს პრობლემებს.

გული მწყდება, როცა ვხედავ რომ ადამიანები თავიანთი სიყვარულის აფიშირებას საქვეყნოდ აკეთებენ, მათი ყოველდღიურობის ყველა დეტალი სააშკარაოზე გამოაქვთ, ვცდილობ მაქსიმალურად ავარიდო თავი ასეთ ფაქტებს.

სელმა ჰაიეკი, მეუღლლესთან ფრანგ მილიარდერ ფრანსუა ანრი პინოსა და 4 წლის შვილთან ერთად პარიზში ცხოვრობს. ის ყველაზე წარმატებული მექსიკელი მსახიობი, რეჟისორი და პროდიუსერია ჰოლივუდში და ეს ყველაფერი იმის მიუხედავვად, რომ ის არც ქერათმიანია და ინგლისურსაც დღემდე მექსიკური აქცენტით საუბრობს.