ერიკ კლეპტონმა გერჰარდ რიხტერის ნამუშევარი რეკორდულ ფასად გაყიდა

ერიკ კლეპტონმა გერჰარდ რიხტერის ნამუშევარი რეკორდულ ფასად გაყიდა

 თანამედროვე გერმანელი მხატვრის გერჰარდ რიხტერის „აბსტარქტული ფერწერა“ Sotheby's-ის აუქციონზე რეკორდულ ფასად 34,2 მილიონ დოლარად  გაიყიდა.

მისი ამჟამინდელი მფლობელის ვინაობა, არ ხმაურდება თუმცა მისი წინა მფლობელი  იყო ინგლისელი გიტარისტი, მომღერალი და მუსიკოსი ერიკ კლეპტონი.

67 წლის მუსიკოსი აუქციონის სახლების ხშირი სტუმარია. მან 2011 წელს Bonhams-ის აუქციონზე საკუთარი გიტატები 2,15 მილიონ დოლარად გაყიდა.

კლეპტონის კუთვნილი რიხტერის „აბსტარქტული ფერწერა“ ლონდონში Sotheby's-ის თანამდეროვე  ხელოვნების აუქციონზე ძირითადი ტოპ-ლოტი იყო. სპეციალისტები ვარაუდობნენ, რომ ეს ნამუშევარი  14-დან 18 მილიონამდე დოლარს მიიღებდა, თუმცა 1994 წელს შექმნილმა „აბსტარქტულმა ფერწერამ“ ყველა  მოლოდინს გადააჭარბა.

რიხტერის ეს ნახატი, სამუზეუმო ნამუშევრად არის მიჩნეული. ის, მუსიკოსმა 2001 წელს 3,4 მილიონ დოლარად შეიძინა. მასთან ერთად კლეპტონმა იმავე სერიიდან - „აბსტრაქტული ფერწერა“, ორი ტილო შეიძინა. ამ სერიაში სულ ოთხი ნახატი შედის.

უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში რიხტერის გაყიდული თითო ნამუშევრის ღირებულება 10 მილიონზე მეტ დოლარს შეადგენდა. 2011 წელს მისი ერთ-ერთი ნახატი Kerze, 16,6 მლნ დოლარად გაიყიდა. თავად რიხტერი მიიჩნევს, რომ თანამედროვე ხელოვნების ნაწარმოებებზე არსებული ფასები აბსურდულია.

სად წავა აუქციონიდან შემოსული თანხა, ჯერჯერობით უცნობია რადგან კლეპტონს ამაზე კომენტარის გაკეთება არ სურს.