საია  არჩევნების განმეორებით კენჭისყრას ყველა საარჩევნო უბანზე დააკვირდება

საია არჩევნების განმეორებით კენჭისყრას ყველა საარჩევნო უბანზე დააკვირდება

საქართველოს პარლამენტის 1 ოქტომბრის მაჟორიტარული სისტემით არჩევნების განმეორებით კენჭისყრას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ყველა საარჩევნო უბანზე დააკვირდება.

როგორც საია-ში აცხადებენ,  ორგანიზაციის დამკვირვებლები განმეორებით კენჭისყრას დააკვირდებიან №13 სიღნაღის საარჩევნო ოლქის №5 საარჩევნო უბანზე, №32 გორის საარჩევნო ოლქის №4 საარჩევნო უბანზე,  №35 ხაშურის საარჩევნო ოლქის - №1, №2, №3, №8, №9, №10, №13, №45, №46 უბნებზე.

საია იმედოვნებს, რომ კენჭისყრა მშვიდ გარემოში ჩატარდება და ამომრჩევლის მიერ გამოხატული ნება კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებში ადექვატურად აისახება.

განმეორებითი კენჭისყრა მიმდინარე წლის 14 ოქტომბერს გაიმართება.