ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრში რიჩარდ ნორლანდი მივიდა

ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრში რიჩარდ ნორლანდი მივიდა

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის   ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი მივიდა.

ნორლანდს კომენტარი არ გაუკეთებია. ის, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილთან სხვადასხვა საკითხებზე გამართავს კონსულტაციას.

ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრში კონსულტაციები დღეს დილიდან განახლდა. კოალიციის წევრის დავით ზურაბიშვილის განცხადებით, კონსულტაციები გაიმართება მთავრობის დაკომპლექტების, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან და პარლამენტის მუშაობასთან დაკავშირებით.