ტრანსპორტის პროფკავშირების განცხადებით, ყვითელი სამარშრუტო ტაქსების მომსახურება დაიკლებს

ტრანსპორტის პროფკავშირების განცხადებით, ყვითელი სამარშრუტო ტაქსების მომსახურება დაიკლებს

ტრანსპორტის პროფკავშირის განცხადებით, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მოლაპარაკებას აწარმოებდა კომპანია "თბილისის მიკროავტობუსთან" , მომსახურების მნიშვნელოვან ფასდაკლებას მიაღწია.

„ ყვითელი სამარშრუტო ტაქსების მძღოლებს, სატრანსპორტო საშუალების მომსახურება მხოლოდ ერთ კომპანიაში შეეძლოთ, სადაც ეგრეთწოდებული "TO"-ს, ანუ პერიოდული ტექნიკური მომსახურება (ზეთის, ფილტრების, საყრდენი და სამუხრუჭე დისკების გამოცვლა), განსაკუთრებით მაღალ ფასში ხდებოდა, რის გამოც მძღოლები რთულ ფინანსურ მდგომარეობში აღმოჩდნენ. პროფკავშირების შუამდგომლობით ამიერიდან მათ არჩევანის გაკეთების უფლება ექნებათ. ტრანსპორტის პროფკავშირმა აღნიშნულთან დაკავშირებით კომპანია "თბილისის მიკროავტობუსთან" ხანგრძლივი მოლაპარაკებები აწარმოა და კონკრეტულ შედეგს მიაღწია",-აცხადებენ დარგობრივ პროფკავშირში.

პროფკავშირების გაერთიანების ცენტრალურ ოფისში დღეს ტრანსპორტის პროფკავშირის თავმჯდომარე ლავრენტი ალანია პრესკონფერენციას გამართავს.