ბიზნესცენტრში კონსულტაციები განახლდა

ბიზნესცენტრში კონსულტაციები განახლდა

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრში კონსულტაციები განახლდა.  კოალიციის ლიდერები  ბიზნესცენტრში უკვე შეიკრიბნენ.

კოალიციის ლიდრების განცხადებით, კონსულტაციები სხვადასხვა თემებზე იმართება.

მათი თქმით,  კოალიციის ლიდერთან ძირითადი განსახილველი საკითხები  პარლამენტის პირველი სხდომა და ამ სხდომის მოსამზადებელი საკითხებია.

კოალიციის ერთ-ერთ ლიდერის დავით ზურაბიშვილის განცხადებით,  კონსულტაციები მთავრობის დაკომპლექტებაზე, პარლამენტის მუშაობაზე და მიმდინარე საკითხებზე მიმდინარეობს.

„კონსულტაციები მიმდინარეობს ძალიან ბევრ საკითხზე, მათ შორის მთავრობის დაკომპლექტებაზე, პარლამენტის მუშაობაზე და მიმდინარე საკითხებზე. რაც შეეხება მინისტრობის ვაკანტურ კანდიდატებს, ამას საზოგადოება თავის დროზე გაიგებს, პირადად მე ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით არ ვფლობ“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.