ქრისტეს შობამდე 2-ე საუკუნეში (ეგეოსური ცივილიზაციის მეორე ორმაგი ეფექტის ფაზის შუახანები) რომაელი ერისგან შევიწროების შედეგად მაკედონელი ერი (ძველელინური სამყარო მაკედონელთა დომინანტით) გახდა გაძლიერებულ პართიელ ერზე უფრო მისაღები ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატერებელი ჯგუფის მდგრადობის კომპონენტად, რაც, იბერია-ქართლის სამეფოს სახით, ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის, მდგრადობის კომპონენტად პართიელი ერით, დაქვეითებასა და პონტოს აღზევებაში გამოიხატა: მითრიდატე VI ევპატორის ზეობისას პონტოს სამეფო, როგორც ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფი, მდგრადობის კომპონენტად მაკედონელი ერით (ძველელინური სამყარო მაკედონელთა დომინანტით), ფაქტობრივად, მთელი ქართველი ერის მაერთიანებელი გახდა.
ახალი ფაზის დადგომასთან დაკავშირებით ქართული სახელმწიფოებრიობის აქტუალიზაცია მორიგ რადიკალურ ცვლილებას - ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის ახალი რეალიზაციით აქტუალიზაციას მოითხოვდა, მდგრადობის კომპონენტად დასახელებულ ერთაგან ერთ-ერთის დაფიქსირებით. საწყის ეტაპზე ამ მნიშვნელობით უპირატესობა მიენიჭა არმენიელ ერს. მაგრამ ამ მდგრადობის კომპონენტით ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფი კავკაიის ალბანელთა მზგავსად, ქართველი ერის სრული ასიმილაციის საფრთხის შემცველი აღმოჩნდა: - უშუალო მეზობლობა შესაძლებელს ხდიდა არმენიული ენის გავრცელებას ქართულ პროვინციებში და სახელმწიფოებრივი ინსტიტუციების ამ ენაზე შეუქცევად გადასვლას (კავკასიის ალბანეთის მზგავსად), რაც, ეგეოსურ ცივილიზაციის მიმდინარე ფაზის ხელშეწყობით, აღნიშნულ ჯგუფში (სომხობა) ინიციატივის მისი მდგრადობის კომპონენტის (არმენიელი ერის) ხელში გადასვლის შედეგად, მისი ერით ქართველი ნაწილის თვისებრივი ტრანსფორმაციის პროცესის თანდათან მთელ ქართველ ერზე გავრცელების პირობას ქმნიდა.
მე-9 საუკუნის დასასრულს ეგეოსურ ცივილიზაციაში მესამე ორმაგი ეფექტის ფაზის დადგომასთან დაკავშირებით, რომელიც გაგრძელდა მე-12 საუკუნის დასასრულამდე, ფორმის მანიის კლასის არმენიელი ერის არსებობამ ამ ცივილიზაციაში აქტუალურობა დაჰკარგა. ამ ვითარებაში დაიწყო წინა ფაზაში არმენიზებული სომხეთის, როგორც ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის ყოფილ ლოკალიზაციის არეზე არსებული მოსახლეობის ნაწილის კვლავ ქართველი ერისად რეტრანსფორმაცია: სომხობის, როგორც ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის აღდგენა იქცა არმენიელი ერის გადარჩენის ერთ-ერთ უმთავრეს რესურსად. ამგვარი უკუპროცესის პერსონიფიკაციაა იმავე ანისელ სომეხ ბაგრატუნთა და მხარგრძელთა საგვარეულოები. ამ პროცესმა გამოიწვია სომხობის, როგორც ქართელი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის არმენიული სახელმწიფოებრიობისგან ჩამოშორება: არმენიული სახელმწიფოებრიობის ლოკალიზაციის არემ გადაინაცვლა კილიკიაში.
ეგეოსური ცივილიზაციის მორიგი, მეორე ცხრომის მანიის ცალფა ეფექტის ფაზის დასაწყისთან დაკავშირებული მძლავრი რყევები საქართველოს სახელმწიფომ განიცადა 12-ე საუკუნის 80-იან წლებში. ეს მოვლენა ცნობილია ყუთლუ არსლანის ამბოხის სახელით. თამარ მეფის შემდეგ ეგეოსური ცივილიზაციის მეორე ცხრომის მანიის ცალფა ეფქტის ფაზის გამოხატულებად ქართველი ერის რეაქციამ შეიძინა ამ ფაზის სათანადო ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის, მდგრადობის კომპონენტად ცხრომის მანიის ეფექტის ფენომენით, ფორმირების პროცესის მნიშვნელობა. ამის გამოხატულებაა მეფე ლაშა-გოირგის სუფიზმით გატაცება (რინდების ორდენთან დაახლოება). მაგრამ მოვლენათა განვითარებაში ჩაერია ჩინური ცივილიზაციის გავლენის ფაქტორი - წინააზიის უდიდესი ნაწილი ჩინური ცივილიზაციის ერთ-ერთი ფაზის რეალიზაციის გამომხატველ ფენომენში, მონღოლურ იმპერიაში მოექცა. ხოლო ქართველმა ერმა ცხრომის მანიის ეფექტის რეალიზაცია მისი ახალი გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის ფორმირებით მოახდინა, მდგრადობის კომპონენტად “ცხრომის მანიის კასტური ეფექტის არმენიული ფენომენით”.
ცხრომის მანიის კასტური ეფექტის არმენიული ფენომენი ეგეოსური ცივილიზაციის მეორე ცხრომის მანიის ცალფა ეფექტის ფაზის დასრულებამდე კონსტრუქციულ როლს ასრულებდა ეგეოსური ცივილიზაციის წარმომადგენელ იშვიათ ელემენტთაგანად შემორჩენილ, ქართული სახელმწიფოებრიობის ფენომენში, როგორც ამ ცივილიზაციის შინაგანი, ფუნქციურად აქტუალური ელემენტი. მაგრამ ეგეოსური ცივილიზაციის მორიგ, მეოთხე ორმაგი ეფქტის ფაზაში (მე-16 საუკუნის დასასრული - 1926 წელი) მისი შინაგანი ფუნქციური აქტუალობა მოიხსნა. ამასთანავე, თუმცა ეგეოსური ცივილიზაცია არსებობას განაგრძობდა, მთელი მისი სივრცე დასავლეთევროპული და ისლამური ცივილიზაციების ექსპანსიის არეში იქნა მოქცეული: მისი ყოფილი სივრცის უდიდესი ნაწილი დაისაკუთრეს დასავლეთევროპულმა და ისლამურმა ცივილიზაციებმა; კავკასია ისლამური იმპერიების ბრძოლის საგნად და ასპარეზად იქცა; რუსეთის სივრცეზე, ჯერ მოსკოვის რუსეთის, შემდეგ კი, რუსეთის იმპერიის ფენომენების სახით, დასავლეთევროპული ცივილიზაციის დომინანტი დამყარდა.
ამ ვითარებაში ეგეოსური ცივილიზაციის საგარეო კონტაქტების წარმოების შესაძლებლობა, როგორც ცხრომის მანიის კასტური ეფექტის არმენიული ფენომენის კონსტრუქციულობის შენარჩუნების რესურსი, პრაქტიკულად არ არსებობდა. ამან ბიძგი მისცა ცხრომის მანიის კასტური ეფექტის არმენიული ფენომენის დასავლეთევროპულ ცივილიზაციაში ადაპტაციას და ის რუსული იმპერიის ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართულ მოქმედების (დასავლეთევროპული ცივილიზაციის გაფართოების მორიგი აქტის) თანამონაწილე აღმოჩნდა. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, ამ პროცესის ამსახველი მოვლენები, რომელიც ვაჟა შუბითიძის წერილშია გადმოცემული, შეიცავს ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფების სხვა ამგვარ ერთეულთა ქართველი ერისგან სრულად გაუცხოებაზე მიმართულობის გამოხატულებებს: ქართული მართლმადიდებლობა და მასზე დამყარებული ქართული სახელმწიფოებრიობა ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელ ჯგუფს წარმოადგენდა, მდგრადობის კომპონენტად ფორმის მანიის ეფექტის ბიზანტიური ფენომენით, ამდენად ის კონკურენტი და გასაწირად გასამეტებელი იყო სომხობის, როგორც ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფისთვის, მდგრადობის კომპონენტად არმენიელი ერით და მასთან დაკავშირებული ცხრომის მანიის კასტური ეფექტის არმენიული ფენომენით.
*********
ამდენად, საქართველოს სახელმწიფოებრივი აღორძინების მიმდინარე პროცესში ქართველი ერის წარმომადგენლებს ინიციატივის გამოვლენის შესაძლებელობა აქვთ, მხოლოდ, ქართველი ერის გარეგნული განსხვავების მატარებელი ჯგუფის მდგრადობის კომპონენტად, დღეს საქართველოში ამერიკელ ერზე უფრო სუსტი პოზიციის მქონე, რუსი ერის აქტუალიზაციის პირობით. საქართველოს სამთავრობო გუნდის ფუნქციის ამგვარად შეფასების სამართლიანობის დასტურია ქართული სახელმწიფოს გასამხედროებულ-პოლიციური ხასიათი და საქართველოს სახელმწიფოს ინსტიტუციური განვითარების პროცესის რუსეთისაგან გამიჯვნის მნიშვნელობის მოვლენად წარმოდგენის ტენდენცია. როგორც აღინიშნა, განსხვავების საფუძველზე ერთობის პრინციპის მიხედვით, დამსგავსება ერთობის მომხსნელ პირობად გვევლინება. ამრიგად მიხეილ სააკაშვილი, როგორც საქართველოს სამთავრობო გუნდის ლიდერი, ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის მდგრადობის კომპონენტად რუსი ერის აქტუალიზაციის ინიციატორად შეიძლება დასახელდეს და მას სომხობის სახელით ცნობილ, ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელ ჯგუფთან ვერ დავაკავშირებთ.
მაგრამ თუ საქართველოში რუსი ერი დაიბრუნებს დომინანტის სტატუსს, მაშინ საქართველოს სამთავრობო გუნდი სომხობის სახელით ცნობილი ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის, მდგრადობის კომპონენტად ცხრომის მანიის კასტური ეფექტის არმენიული ფენომენით (ამერიკის არმენიული ლობით წარმოდგენილის), აქტუალიზატორად მოგვევლინება: ცხრომის მანიის კასტური ეფექტის არმენიული ფენომენი შესაძლებელია ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის მდგრადობის კომპონენტად აქტუალიზებულ, ცხრომის მანიის კლასის ამერიკელი ერის წარმომადგენელ ელემენტთაგანად დაფიქსირდეს. ეს ფაქტორი (ცხრომის მანიის ეფექტის არმენიული ფენომენის ფორმის მანიის კლასის არმენიელ ერთან კავშირის გათვალისწინებით) საქართველოზე არმენიელი ერის გავლენის ზრდის პირობად სჩანს. მით უმეტეს, ეგეოსური ცივილიზაციის მიმდინარე, მეოთხე ფორმის მანიის ცალფა ეფექტის ფაზა (2009 - 2028 წწ.) მეტად ხელსაყრელია არმენიის სახელმწიფოს აღმავლობის პროცესის მიმდინარეობისთვის. მაგრამ, ამავდროულად, სომხობა, როგორც ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფი, მდგრადობის კომპონენტად ფორმის მანიის კლასის არმენიელი ერით (ანუ სომხობა მისი ამჟამად აქტუალური მნიშვნელობით),ეგეოსური ცივილიზაციის მიმდინარე ფაზაში ქართული სახელმწიფოებრიობის განმტკიცების, საქართველოზე არმენიელი ერის გავლენის ზრდის ეფექტურად შეკავების მნიშვნელოვანი რესურსად ისახება.