ლუ რიდისა და “Matallica”-ს ახალი ალბომი

ლუ რიდისა და “Matallica”-ს ახალი ალბომი

რამდენიმე თვის წინ, “Metallica”-მ საკუთარ თაყვანისმცემლებს ერთი სასიამოვნო სიურპრიზის შესახებ აცნობა. საუბარი იყო ახალი სტუდიური ნამუშევრის ჩაწერაზე, რომელიც ერთგვარი მუსიკალური ექსპერიმენტის სახეს მიიღებდა. მუსიკოსებმა მაშინ განაცხადეს, რომ მსმენელებს სიურპრიზს უმზადებდნენ. მოგვიანებით გაირკვა, რომ საუბარი იყო ახალი ალბომის სამუშაო პროცესში ლუ რიდის ჩართვაზე.

 

ამ პროექტის იდეა 2009 წელს დაიბადა. იმ წელს “Metallica”-მ და ლუ რიდმა მონაწილეობა მიიღეს როკენ როლის დიდების დარბაზის 25 წლისთავისათვის გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე. ერთობლივი ალბომის ჩაწერა მუსიკოსებმა მაშინ გადაწყვიტეს.

 

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ მუსიკოსების ახალი ერთობლივი ალბომი “Lulu” გაყიდვაში მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს გამოვა.

 

ამ ნამუშევარში შემდეგი ათი კომპოზიცია იქნება წარმოდგენილი.

 

1. Brandenburg Gate

 

2. The View

 

3. Pumping Blood

 

4. Mistress Dread

 

5. Iced Honey

 

6. Cheat On Me

 

7. Frustration

 

8. Little Dog

 

9. Dragon

 

10. Junior Dad