საერთაშორისო აეროპორტიდან ქვეყენას საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები ტოვებენ?!

საერთაშორისო აეროპორტიდან ქვეყენას საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები ტოვებენ?!

ტელეკომპანია მაესტროს ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სამთავრობო მანქანების ნაკადი წუხელ, მთელი ღამის განმავლობაში არ წყდებოდა.

„მაესტროს“ ობიექტივმა აღნიშნულ ტერიტორიაზე რამდენიმე სამთავრობო ავტომანქანის  გადაადგილება დააფიქსირა, თუმცა ავტომანქანების დაბურული მინების გამო, აეროპორტში მისული პირების ვინაობის გარჩევა ვერ მოხერხდა.

როგორც ტელეკომპანია „მაესტრო“ იუწყება იმ ტერიტორიაზე, რომლითაც ძირითადად მთავრობის წარმომადგენლები სარგებლობენ, 10-მდე მანქანის გადაადგილება მთელი ღამის განმავლობაში შეინიშნებოდა.

ინფორმაცია,  რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ქვეყენას საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები ტოვებენ,  სოციალურ ქსელებში განხილვის ერთ-ერთი მთავრი თემაა.