ქართველი ემიგრანტები საბერძნეთში საკუთარი ხმების დაცვას იწყებენ

ქართველი ემიგრანტები საბერძნეთში საკუთარი ხმების დაცვას იწყებენ

ორგანიზაცია „ემიგრანტები-დემოკრატიული საქართველოსთვის“ ხელმძღვანელის, გიორგი ოკრიბელაშვილის განცხადებით, საზღვარგარეთის  უბნებზე მიწერილია ორი სპეცუბანი, რაც ემიგრანტთა განწყობებს ამახინჯებს.

„რა თქმა უნდა, ავღანეთში მებრძოლმა ბიჭებმა მონაწილეობა უნდა მიიღონ არჩევნებში, მაგრამ მათი ხმები ემიგრანტთა საერთო განწყობებს ამახინჯებს.

ავღანეთიდან წამოსულ ხმებს თუ მოვაცილებთ ემიგრანტთა ხმებს, მაშინ რეალურ სურათს სულ სხვაგვარს მივიღებთ. ქართველი ემიგრანტების 70%-მა მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“ და საქართველოს მომავლის შენებას“,-აცხადებს ოკრიბელაშვილი.