ბიძინა ივანიშვილი: ჩემს გარდა მთავრობის კანდიდატების შესახებ არავინ იცის

ბიძინა ივანიშვილი: ჩემს გარდა მთავრობის კანდიდატების შესახებ არავინ იცის

კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მას გააჩნია მთავრობის დაკომპლექტების ახალი პროექტი, თუმცა ის მისი გუნდის წევრებმაც არ იციან.

„არავინ არ იცის ჩემს გარდა მთავრობის კანდიდატების შესახებ. ჩემი ჯგუფის არცერთმა წევრმა არ იცის, ვის რას ვუპირებ. პირველი პროექტი მე მაქვს, რომელსაც წარვუდგენ ჩემს გუნდს. დავიწყებთ განხილვას და შეიძლება ძალიან შეიცვალოს“, - განაცხადა კოალიციის ლიდერმა.