ფილიპ დიმიტროვი: ჩვენი მესიჯია - იყავით მშვიდად

ფილიპ დიმიტროვი: ჩვენი მესიჯია - იყავით მშვიდად

საქართველოში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა ცესკო უკვე დატოვეს. ევროკავშირის ელჩის ფილიპ დიმიტროვის განცხადებით, ცესკო-ს მშვიდ გარემოში მუშაობის გაგრძელების საშუალება უნდა ჰქონდეს.

შესაბამისად, მან   საზოგადოებას სიმშვიდისკენ მოუწოდა.

„ჩვენი მესიჯია - იყავით მშვიდად. მიეცით საშუალება ინსტიტუციებს გააკეთონ საკუთარი საქმე მშვიდად“,- განაცხადა დიმიტროვმა.

მისივე თქმით, ყველას აქვს გასაჩივრების უფლება, მაგრამ ეს კანონის ფარგლებში უნდა გააკეთონ

„გავეცანით იმ პრობლემებს, რომლებიც დღეს შევიტყვეთ. ყველამ კარგად იცის, რომ ევროკავშირი და ევროსაბჭო აცხადებდა, რომ ეს არჩევნები იყო ტესტი და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დადებითად შეფასდა, მაგრამ ზოგიერთ რეგიონში შედეგებთან დაკავშირებით ხალხი პროცენტებზე დაობს. საქართველომ კანონის უზენაესობის დაცვაზე ვალდებულება აიღო. იგივე ვალდებულება აქვთ აღებული პარტიების ლიდერებსაც, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონი დაცული უნდა იყოს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მონაწილეებმა იცოდნენ, ასეთი საქციელით ისინი საკუთარ პარტიებს აყენებენ ზიანს. ყველას აქვს გასაჩივრების უფლება, მაგრამ ეს კანონის ფარგლებში უნდა გააკეთონ“, - განაცხადა დიმიტროვმა.