ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ „ქართული ოცნების“ ფოთის აქტივისტი გაათავისუფლა

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ „ქართული ოცნების“ ფოთის აქტივისტი გაათავისუფლა

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ფოთის აქტივისტი გოდერძი შონია გაათავისუფლა, გიზო ცაცუას სააპელაციო საჩივარს კი, ამ წუთებში იხილავს.

ცნობისთვის, 23 სექტემბერს „ქართული ოცნების“ აქტივისტებს გიზო ცაცუას და გოდერძი შონიას პოლიციელებმა სახლში მიაკითხეს და დაკითხვაზე დაიბარეს.

ფოთის სასამართლომ გოდერძი შონია და გიზო ცაცუა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და მათ 40-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.

კოალიცია „ქართული ოცნების“ ადვოკატებმა შონიას და ცაცუას მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს, როგორც უკანონო გადაწყვეტილება და მისი გაუქმება მოითხოვეს.

„ქართული ოცნების“ ფოთის შტაბში ფიქრობენ, რომ სასამართლო გიზო ცაცუასაც სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლებს.