ლტოლვილთა სამინისტრო დევნილებს მოუწოდებს სამართლებრივ ჩარჩოებს ნუ გაცდებიან

ლტოლვილთა სამინისტრო დევნილებს მოუწოდებს სამართლებრივ ჩარჩოებს ნუ გაცდებიან

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო დევნილებს მოუწოდებს სამართლებრივ ჩარჩოებს ნუ გაცდებიან.

აღნიშნულთან დაკავშირებით, სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ბოლო დღეებში ადგილი აქვს დევნილების მიერ შენობებში უკანონონოდ შეჭრისა და ფართების თვითნებურად დაკავების ფაქტებს.

„ბოლო დღეებში ადგილი აქვს დევნილების მიერ შენობებში უკანონოდ შეჭრისა და ფართების თვითნებურად დაკავების ფაქტებს. დევნილთა განსახლება მიმდინარეობს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. სამინისტრო მიმართავს დევნილებს, გამოიჩინონ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, თავი შეიკავონ უკანონო ქმდებებისგან და არ გასცდნენ სამართლებრივ ჩარჩოებს“, - ნათქვამია  განცხადებაში.

შეგახსენებთ,  რომ ტაშკენტის შესახვევში მდებარე საცხოვრებელ ბინაში დილიდან დევნილები შეიჭრნენ. მათ ჩაკეტეს საცხოვრებელი სახლის კარი და არავის აძლევენ შიგნით შესვლის შესაძლებლობას.

აქ მყოფი დევნილების თქმით, ისინი შენობაში იმიტომ შევიდნენ, რომ ტერიტორია მათ ეკუთვნით. მათი თქმით, 26 ოჯახი 1 წელზე მეტია, რაც ამ შენობიდან დევნილთა სამინისტრომ იმ პირობით გამოასახლა, რომ საცხოვრებელი ფართით ყველა დაკმაყოფილდებოდა.