ბიძინა ივანიშვილი: მაქვს მოწვევები ევროპიდან, მაგრამ პირველი ვიზიტი ვაშიგტონში მექნება

ბიძინა ივანიშვილი: მაქვს მოწვევები ევროპიდან, მაგრამ პირველი ვიზიტი ვაშიგტონში მექნება

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით,  პირველი ოფიციალური ვიზიტი მას  ვაშინგტონში ექნება.

მისი თქმით, ის  აშშ-ის ელჩს შეხვდა და ოფიციალური ვიზიტის შესახებ მოწვევა მიიღო.

„დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი არა მთავრობის დაკომპლექტებაზე არამედ,  ჩემს ვიზიტებზე იყო. მე ამერიკის ელჩისგან მივიღე ოფიციალური მოწვევა. ასევე იყვნენ მოსულნი სენატორები და მათგანაც მივიღე მოწვევები, თუმცა მე ჯერჯერობით არსად წასვლას არ ვაპირებ, რადგამ მთავრობა გვაქვს დასაკომპლექტებელი. გარდა ამისა, ამერიკაში ახალა არის არჩევნების ციებ-ცხელება და მე მათ ვთხოვე, რომ ეს ვიზიტი არჩევნების შემდეგ გადაეწიათ, რადგან არჩევნების შემდეგ ეს ვიზიტი უფრო ეფექტური იქნებოდა. გარდა ამისა, მაქვს მოწვევები ევროპიდან. ქეთრინ ეშტონსაც ვესაუბრე,  მაგრამ პირველი ვიზიტი ვაშიგტონში მექნება, რადგან ამერიკა ჩვენი მთავარი მოკავშირე და პარტნიორია“, - განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ „რუსეთიდან მოლოცვა არ ყოფილა“.