ბიზნესცენტრში „ქართული ოცნების“ ლიდერები იკრიბებიან

ბიზნესცენტრში „ქართული ოცნების“ ლიდერები იკრიბებიან

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრში კოალიციის ლიდერები იკრიბებიან.

ივანიშვილის რეზიდენციაში ცოტა ხნის წინ,  „თავისუფალი დემოკრატებისა“ და „რესპუბლიკური პარტიის“  ლიდერები ირაკლი ალასანია და დავით უსუფაშვილი მივიდნენ.

უსუფაშვილის განცხადებით, როგორც დღევანდელი შეხვედრის მიზანი საერთო საკითხებზე მსჯელობაა.

ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრში რამდენიმე წუთის წინ გოგი თოფაძეც მივიდა.

თოფაძე აცხადებს, რომ დღევანდელი შეხვედრის მიზანი კოალიციის ლიდერებთან ერთად, სამომავლო სტრატეგიასა და საერთო საკითხებზე მსჯელობაა.

გოგი თოფაძემ არ გამორიცხა, რომ საუბარი ახალი მთავრობის ფორმირების საკითხებსაც შეეხოს.

რეზიდენციაში  მივიდნენ ზვიად ძიძიგური და დავით საგანელიძეც.

ცნობისთვის, დღეს დილით ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერშიკოალიციის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ  განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ ახალი მთავრობის დაკომპლექტებაზე მუშაობას დღეს იწყებს.