ბიძინა ივანიშვილი: მგონი, ხელისუფლებას ეყოფა ნება, სასამართლოს მისცეს საშუალება  საქართველოს მოქალაქეობა აღმიდგინონ

ბიძინა ივანიშვილი: მგონი, ხელისუფლებას ეყოფა ნება, სასამართლოს მისცეს საშუალება საქართველოს მოქალაქეობა აღმიდგინონ

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა  ბიძინა ივანიშვილმა  საქართველოს ხელისუფლებას მისთვის ჩამორთმეული საქართველოს მოქალაქეობის დაბრუნების მოთხოვნით მიმართა.

„მივმართავ დღევანდელ ხელისუფლებას,  ათი თვე გადის, რაც ეს საქმე გაიჭედა და ჩვენ ვერ ვახერხებთ მის სტრასბურგამდე მიტანას. მე მგონი, ხელისუფლებას ეყოფა ნება იმისა,  რომ სასამართლოს მისცეს საშუალება, სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღოს და აღმიდგინოს საქართველოს მოქალაქეობა, რომელიც უკანონოდ ჩამომართვეს“, -  განაცხადა ივანიშვილმა. ივანიშვილი აღნიშნავს, რომ მისთვის უკანონოდ ჩამორთმეული მოქალაქეობის აღდგენა,  თუ შესაბამისი ნება იარსებებს,  ერთ კვირაში იქნება შესაძლებელი, ხოლო თუ ამის ნება არ იარსებებს ის აცხადებს, რომ კონსტიტუციურ ჩანაწერს გამოიყენებს, რომლის თანახმადაც, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქე ეძლევა საშუალება   პრემიერ-მინისტრად იყოს არჩეული.

„ამის დიდი სურვილი არ მაქვს,  მაგრამ არსებობს კონსტიტუციური ჩანაწერი და მე შემიძლია, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქე მაინც ამირჩიონ პრემიერ-მინისტრად. პარლამენტი ირჩევს პრემიერს, ჩვენ იქ უმრავლესობა გვეყოლება და ამის პრობლემა არ არსებობს“, - განაცხადა  ივანიშვილმა.