ასენ აგოვი: პარტიებმა უნდა დაძლიონ ის პარტიული წინააღმდეგობები, რომელიც მათ აქამდე ხლეჩდა

ასენ აგოვი: პარტიებმა უნდა დაძლიონ ის პარტიული წინააღმდეგობები, რომელიც მათ აქამდე ხლეჩდა

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელის ასენ აგოვის განცხადებით, საქართველოში პოლიტიკურმა ძალებმა უნდა დაძლიონ ის პარტიული წინააღმდეგობები, რაც აქამდე მათ ხლეჩდა და ქვეყნის სასიკეთოდ ერთობლივად მუშაობა უნდა მოახერხონ.

„ბოლო დღეების განმავლობაში, კონკრეტულად გუშინ აშკარად დავინახეთ საქართველოს მოქალაქეების სურვილი და მზაობა იმისა, რომ გამოიჩინონ პასუხისმგებლობა აქტიური მონაწილეობა მიეღოთ არჩევნებში. ჩვენზე შთაბეჭდილება მოახდინა იმ ფაქტმა, რომ მასობრივი აქციები მშვიდობიანად მიმდინარეობდა. ის გულწრფელობა, რაც ჩვენ დავინახეთ, საქართველოს მომავლისათვის მხოლოდ დადებითი შეიძლება იყოს“, - განაცხადა აგოვმა და აღნიშნა, რომ ეს ხელს შეუწყობს საქართველოს ინტეგრაციას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში.