დემურ გიორხელიძე: სააკაშვილმა ერთადერთი ნაბიჯი გადადგა საკუთარი პოლიტიკური იმიჯის ნაწილობრივი რეაბილიტაციისათვის

დემურ გიორხელიძე: სააკაშვილმა ერთადერთი ნაბიჯი გადადგა საკუთარი პოლიტიკური იმიჯის ნაწილობრივი რეაბილიტაციისათვის

 კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი , ექსპერტი დემურ გიორხელიძე მიხეილ სააკაშვილის ოპოზიციაში გადასვლას აფასებს და აღნიშნავს, რომ ყველაზე ბნელი ძალის საზოგადოებრივ-პოლიტიკური საქმიანობა საქართველოში დასრულებულია კატასტროფულად. 

ამ განცხადებას დიორხელიძე სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

 „ის პროცესი, რომელიც გუშინ საქართველოში დაიწყო, არ შეიძლება აწყობდეს ხელისუფლებაში მყოფ იმ ჯგუფს, რომელმაც 2004-2012 წლებში, ხელისუფლებას უდიდესი რესურსი გააფლანგვინა და საქართველოს ტრანსფორმაცია მახინჯ იდეოლოგიურ სქემებს დაუქვემდებარა!


ეს ყველაზე ბნელი ძალა იყო ხელისუფლებაში და არის ჯერ კიდევ, მაგრამ ისინი საზოგადოებრივი გვამები არიან გუშინდელი დღიდან, - მათი საზოგადოებრვ-პოლიტიკური საქმიანობა საქართველოში დასრულებულია კატასტროფულად! და, ამას ისინიც ხვდებიან!

მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა ის, რამაც დასაბამი მისცა მოვლენათა სხვა განვითარებას ახლაც და მომავალშიც!

მან ერთადერთი ნაბიჯი გადადგა საკუთარი პოლიტიკური იმიჯის ნაწილობრივი რეაბილიტაციისათვის, თუმცა, დასავლეთში, - თუ ყველაფერი სწორი მიმართულებით განვითარდა, - მას ეს ნაბიჯი დაუფასდება...“,-წერს გიორხელიძე.