ეკა აზარაშვილი: კიბერშეტევის გამო, ცესკო-ს ვებ-გვერდზე ინფორმაციის ატვირთვა შეფერხებულია

ეკა აზარაშვილი: კიბერშეტევის გამო, ცესკო-ს ვებ-გვერდზე ინფორმაციის ატვირთვა შეფერხებულია

„კიბერშეტევის გამო, ცესკო-ს ვებ გვერდზე ინფორმაციის ატვირთვა შეფერხებულია“, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა ეკა აზარაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა.  

მან არსებული შეფერხებისთვის საზოგადოებას ბოდიში მოუხადა და აღნიშნა, რომ არჩევნების შედეგების ატვირთვა გამჭვირვალე პროცესია და ყველას აქვს შესაძლებლობა ნახოს, თუ როგორ მიმდინარეობს აღნიშნული პროცესი.

„კიბერშეტევის გამო პროცესი შეფერხებით მიმდინარეობს, რისთვისაც ბოდიშს ვუხდი ყველას. მიუხედავად ამისა, ყველას აქვს შესაძლებლობა ხმების ატვირთვის პროცესს დაესწროს, მოვიდნენ და ნახონ თუ როგორ იტვირთება შედეგები საიტზე” - განაცხადა აზარაშვილმა.

მისი თქმით, მიუხედავად ამის, წინა არჩევნების შედეგების ატვირთვასთან შედარებით, პროცესი უფრო სწრაფად მიმდინარეობს.