ფილიპ დიმიტროვი: ცესკო-მ აშკარად ეფექტურად იმუშავა

ფილიპ დიმიტროვი: ცესკო-მ აშკარად ეფექტურად იმუშავა

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ფილიპ დიმიტროვმა 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პირველად შედეგებზე კომენტარი მოგვიანებისთვის გადადო. თუმცა აღნიშნა, რომ ცესკომ ეფექტურად იმუშავა.

„მე არ გავაკეთებ კომენტარს არჩევნებზე, გეტყვით მხოლოდ იმას თუ რიგორ მიმდინარეობს მუშაობა. კომისია აშკარად ეფექტურად მუშაობს. კომენტარს მოგვიანებით გავაკეთებ“ - განაცხადა დიმიტროვმა.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები 18 ოქტომბერს გამოცხადდება. ამ დროისთვის არსებული ბოლო მონაცემების მიხედედვით, საარჩევნო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი - ქართულ ოცნებას“ - 53, 37%, ხოლო „ერთიან ნაციონალურ მოძრაობს“ 41,61%, აქვს.