ახალი ჯგუფის პირველი ნაბიჯები

ახალი ჯგუფის პირველი ნაბიჯები

ბრიტანული მას-მედიის ინფორმაციით, წინა კვირას რამდენიმე ცნობილი როკ-ჯგუფის წევრი ერთად შეიკრიბა და ახალი პროექტი განახორციელა. მისი სახელწოდებაა “The International Swingers”.

 

მის შემადგენლობაში შემდეგი მუსიკოსები შედიან: ჯგუფი “Blondie”-ს მედოლე კლემ ბერკი, “Sex Pistols”-ის ბასისტი გლენ მეტლოტი, “Generation X”-ის წევრი ჯეიმს სტივენსონი და ჯგუფი “Supernaut”-ის ვოკალისტი გერი ტვინი.

 

ახალი ჯგუფის წევრები ამჟამად საკუთარ სტუდიაში მუშაობენ, უახლოეს მომავალში კი ავსტრალიაში საკონცერტო ტურნეს ჩაატარებენ. მათი პირველი საჯარო გამოსვლა მიმდინარე წლის ორ დეკემბერსაა დაგეგმილი. კონცერტს ავსტრალიის ვიქტორიას შტატის ქალაქი ჯელონგსი უმასპინძლებს.

 

მომავალი წლის გეგმებზე საუბრისაგან ახლადშექმნილი ჯგუფის წევრები თავს იკავებენ. ცნობილია, რომ 2012 წლის გაზაფხულზე პირველი ერთობლივი ალბომის გამოშვებას აპირებენ.

 

“The International Swingers”-ის რეპერტუარი მასში შემავალი მუსიკოსების ყოფილი ჯგუფების ცნობილი კომპოზიციებისაგან შედგება.

 

ბრიტანულ ინტერნეტ-საიტებზე გამოქვეყნდა მათი მომავალი საკონცერტო პროგრამაც, რომელიც შემდეგ კომპოზიციებს მოიცავს.

 

Pretty Vacant  (Sex Pistols)

 

Dancing With Myself (ბილი აიდოლი)

 

Hanging On the Telephone  (Blondie)

 

I Like It Both Ways  (Supernaut)

 

Ooh La La  (The Faces)

 

Fall In LOve With You  (Twenty Flight Rockers)

 

All The Young Dudes  (Mott The Hoople)

 

Call Me  (Blondie)

 

Union City Blue  (Blondie)

 

Burning Sounds  (Rich Kids)

 

Jealous  (Gene LOves Jezebel)

 

Fool's Holiday  (Dead Horse)

 

Out Of Control  (Twenty Flight Rockers)

 

Stay With Me  (The Faces)

 

Pills  (New York Dolls)

 

Born To Lose  (The Heartbreakers)

 

C'Mon Everybody  (ედი კოკრანი და Sex Pistols)

 

God Save The Queen  (Sex Pistols)

 

I’m Not Your Stepping Stone  (Paul Revere & The Raiders)

 

Brand New Cadillac  (The Clash)

 

No Fun  (The Stooges)

 

Something Else  (Sex Pistols)

 

I Fought the Law  (The Clash)