“სომხობა”, როგორც “ქართველობის” ერთ-ერთი ფარული გარეგნული მოდუსი

“სომხობა”, როგორც “ქართველობის” ერთ-ერთი ფარული გარეგნული მოდუსი

ამ წერილში გავარჩევთ სახელებით - “ქართველი”, “სომეხი” და “არმენიელი” - აღნიშნული ფენომენების ურთიერთმიმართების საკითხს ფსიქიკურ სტიქიათა თეორიის მიხედვით მათი იდენტიფიკაციის საფუძველზე (შევნიშნავთ, რომ დასახელებული თეორიის ცნებითი აპარატის გამოყენების გარეშე შეუძლებელია სათქმელის ჩამოყალიბება).

 

სახელი - “სომეხი”, თანამედროვე ქართულ მეტყველებაში, გამოიყენება მართვის მანიის კლასის ქართველი ერის მოსაზღვრედ ლოკალიზებული ფორმის მანიის კლასის არმენიელი ერის აღსანიშნავად. ფსიქიკურ სტიქიათა თეორიის გამოყენებით გამოვლენილი ობიექტური გარემოებები ამ პრაქტიკის აღკვეთას მოითხოვს.

 

აღნიშნულ ობიექტურ გარემოებებს შორის, არ იგულისხმება ის ფაქტი, რომ სახელი - „სომეხი“ (სხვათა შორის, ისევე, როგორც სახელები: უბიხი და ვაინახი) მაწარმოებელი ბოლოსართის - “ხი” -  მიხედვით ქართველური წამოშობის ეთნოსთა სახელების - კოლხი, კახი, კუხი, ტაოხი, კარდუხი, მესხი, ბასხი, ჯავახი - იდენტურია, და რომ სომხებად წოდებული ეთნოსის წარმომადგენელთა გვარსახელების მაწარმოებელი ბოლოსართი - “იან”, რომელიც კავკასიაში მცხოვრებ ან აქედან გასულ არმენიელებს გამოყოფს, ქართველური ეტიმოლოგიისა სჩანს (“იან”, ქართულ ენაში, გარკვეული ნიშნის მატარებლობის აღმნიშვნელი ბოლოსართია; სვანურ ენაში “იან” ბოლოსართი გვარსახელების მაწარმოებლადაც არის შემორჩენილი; ამავე პრაქტიკის კვალი უნდა იყოს მეგრული გვარსახელების მაწარმოებელი ერთ-ერთი ბოლოსართი - “ია”, სავარაუდოდ, ბოლო ბგერის შეკვეცით მიღებული): ეს აქამდეც შემჩნეული ფაქტები შეიძლება მეტყველებდეს, მხოლოდ, ამ ეთნოსის ქართველი ერის წარმომადგენელ ეთნოსებთან წარმომავლობითი ნათესაობის შესახებ, რაც არ არის საკმარისი და არც აუცილებელი პირობა მის ქართველი ერის ნაწილად იდენტიფიკაციისთვის: ერს განსაზღვრავს ფსიქიკური ფაქტორი და არა ბიოლოგიური წარმომავლობა. (ერის დეფინიცია წარმოდგენილია ავტორის მიერ 2004 წელს გამოცემულ მონოგრაფიაში - “ქართველი ერი და მსოფლიო ცივილიზაცია”)  

 

სახელით - “სომეხი” აღნიშნული ფენომენის არსის გასარკვევად აუცილებელია გათვალისწინება მართვის მანიის კლასის ერის საზოგადოებრივი თვითორგანიზაციის ფუნდამენტური მახასიათებლებისა, რასაც შემდეგი ორი კატეგორია ასახავს:

“მართვის მანიის კალსის ერის ალტერნატიული თვითრეალიზაციის ჯგუფი”; “მართვის მანიის კალსის ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფი”.

 

მართვის მანიის კლასის ერის საზოგადოებრივი თვითორგანიზაციის, ამ სახელებით აღნიშნული, ფუნდამენტური ელემენტების არსებობის საფუძველია “განსხვავების საფუძველზე ერთობის პრინციპი” რომელიც მართვის მანიის ფსიქიკურ სტიქიას შეესაბამება. (ამ ფაქტის სწორად შეფასებისთვის დავასახელებთ სხვა სამი ფსიქიკური სტიქიის შესაბამის საზოგადოებრივი ერთობის პრინციპებს: ძლევის მანიას შეესაბამება დასახელებულისადმი რადიკალურად საპირისპირო - “იგივეობის საფუძველზე ერთობის პრინციპი”; რადიკალურად ურთიერთსაპირისპიროა აგრეთვე ცხრომის მანიის და ფორმის მანიის შეესაბამისი ერთობის პრინციპები, შესაბამისად: “ერთობის ფენომენის მიმართ ერთობის წევრის პრიმატის პრინციპი” და “ერთობის წევრის მიმართ ერთობის ფენომენის პრიმატის პრინციპი”)

 

“განსხვავების საფუძველზე ერთობის პრინციპი” გამორიცხავს მართვის მანიის კლასის ერის წევრთა ანუ მართვის მანიის ფსიქიკური სტიქიის მატარებელ პიროვნებათა გაერთიანების შესაძლებლობას ამ ფსიქიკური კომპლექსის (მართვის მანიის) პირდაპირ და შეუნიღბავად გამომხატველი ქცევის (შემოქმედებითის თუ ყოფითის) საფუძველზე. მართვის მანიის კლასის ერის წარმომდგენ საზოგადოებრივ ერთობაში, მის ცალკეულ წევრთა თუ მათ ჯგუფთა შორის ურთიერგანსხვავების ნებისმიერი შემთხვევითი გამოვლენა ექვემდებარება ამ საზოგადოებრივი ერთობის დანარჩენი ნაწილის მხრიდან მის შეუქცევადი ზრდის ხელშემწყობ დამოკიდებულებას. ამ მიდრეკილების უშუალო ნაყოფია “მართვის მანიის კლასის ერის ალტერნატიული თვითრეალიზაციის ჯგუფი”.

 

ქართველი ერის შემთხვევაში “მართვის მანიის კლასის ერის ალტერნატიული თვითრეალიზაციის ჯგუფის” მაგალითებად შიუძლება დასახელდეს: მეგრელობა, სვანობა, ლაზობა, ტაოელობა, კლარჯობა, სპერელობა, ლეჩხუმლობა, იმერლობა, გურულობა, რაჭველობა, მესხობა, აჭარელობა, ქართლელობა, კახელობა, ქიზიყელობა, ჰერელობა, ფშაველობა, ხევსურობა, მოხევეობა, თუშობა და ასე შემდეგ.

 

“მართვის მანიის კლასის ერის ალტერნატიული თვითრეალიზაციის ჯგუფები” მართვის მანიის კლასის ერის საზოგადოებრივი თვითორგანიზაციის საკუთრივი რესურსია (სხვადასხვა მათგანის წევრობა უზრუნველყოფს გაერთიანებისთვის განსხვავებაზე მოთხოვნას), მაგრამ ეს რესურსი არ იძლევა ამ თვისებრივი ტიპის ერის სტრუქტურულ გამოკერძოებას მის მომცავ ცივილიზაციაში: - ამ თვისებრივი ტიპის ერის წევრი (მართვის მანიის ფსიქიკური სტიქიის მატარებელი პიროვნება) სხვა თვისებრივი ტიპის ერების წევრებთან, მათგან ფუნდამენტური განსხვავების საფუძველზე, ერთობის განცდით ხასიათდება (ეს ნიშნავს იმას, რომ მართვის მანიის კლასის ერის საზოგადოებრივი თვითორგანიზაცია არა ერის არამედ ცივილიზაციის ფენომენში გამოიხატება]. სწორედ ამ დანაკლისის შემვსებია მეორე ელემენტის - “მართვის მანიის კლასის ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის” ფუნქცია.

 

“მართვის მანიის კლასის ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფი” ამ თვისებრივი ტიპის ერის წარმომდგენ საზოგადოებრივ ერთობაში განსხვავებების გენერაციის აუცილებლობის საფუძველზევე ყალიბდება. ეს ხდება უპირატესად მისი ლოკალიზაციის არის მონაპირე რეგიონებში, ამგვარი რეგიონების მკვიდრთა მიერ მოსაზღვრედ ლოკალიზებულ უცხო ერის მემკვიდრეობის ელემენტების საკუთარ ერში გარეგნულად განმასხვავებელი ფაქტორის მნიშვნელობით გამოყენების ანუ გარეგნული ნიშნებით უცხო ერთან თვითასოცირების (მისი საზოგადოებრივ-კულტურული ინსტიტუტების ფუნქციის იმიტაციის) საფუძველზე. ამგვარი ფუნქციით აქტუალიზებულ უცხო ერს ვუწოდებთ “მართვის მანიის კლასის ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის მდგრადობის კომპონენტს” ან, მოკლედ, - “მდგრადობის კომპონენტს”.

 

ამრიგად, “მართვის მანიის კლასის ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფი” ეროვნული შემადგენლობის მიხედვით აუცილებლად ორელემენტიანია: პირველი, ძირითადი, ინიციატივის მატარებელი ელემენტი თვით მართვის მანიის კლასის ერს ეკუთვნის (დაფარვას დაქვემდებარებული ფსიქიკური მახასიათებლის - მართვის მანიის ფსიქიკური სტიქიის მატარებლობის მიხედვით); მეორე ელემენტი, მისი გარეგნულად გამომრჩეველი ფაქტორების (ნასესხები მახასიათებლების) მომწოდებელი უცხო ერია (მისი მდგრადობის კომპონენტი), რომელიც შეიძლება მართვის მანიის კლასის ერის განსახლების არეალში დიასპორითაც იყოს წარმოდგენილი, თუმცა ეს არაა აუცილებელი (მით უმეტეს დღეს, ინფორმაციის გავრცელების მაღალი ტექნოლოგიების არსებობის პირობებში).

 

მართვის მანიის კლასის ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელ ჯგუფთა მაგალითებია: ბერძნობა (ძველელინელი ერისადმი თვითმიმზგავსება), ებრაელობა (ისრაელელი ერისადმი თვითმიმზგავსება, რაც ბაგრატიონთა დინასტიის დამყარების იდეური საფუძველიც გახდა), რანელობა (ირანელი ერისადმი თვითმიმზგავსება), სომხობა (არმენიელი ერისადმი თვითმიმზგავსება), ოსობა (ალანელი ერისადმი თვითმიმსგავსება), აფხაზობა და უბიხობა (ადიღელი ერისადმი თვითმიმსგავსება), ბაცბობა და ვაინახობა (ჩეჩენი ერისადმი თვითმიმსგავსება) და ასე შემდეგ.

 

სახელით - “სომხობა” (სომეხთა ეთნოსი) აღნიშნული ამგვარი ერთეული, საფიქრებელია რომ, ჩამოყალიბდა, წინააზიურ ისტორიულ წყაროებში “სოხმეს” სახელით დაფიქსირებულ რეგიონში მოსახლე ქართველი ერის შემადგენელი ეთნოსთაგანისგან, მდგრადობის კომპონენტად. ჯერ - ძლევის მანიის კლასის ძველარმენიელი ერის (2-ე საუკუნემდე), შემდეგ - ფორმის მანიის კლასის არმენიელი ერის (3-ე საუკუნიდან) და, ბოლოს, ცხრომის მანიის კასტური ეფექტის არმენიული ფენომენის (13-ე საუკუნიდან) აქტუალიზაციით (ფსიქიკური სტიქიის კასტური ეფექტი აღნიშნავს ფსიქიკური სტიქიის ეფექტს (აქ, ცხრომის მანიის ეფექტს) რეალიზებულს სხვა ფსიქიკური სტიქიის ეფექტის ფონზე ან მისი ეფექტის ფენომენის (აქ, ფორმის მანიის კლასის არმენიელი ერის) შენარჩუნების პირობით).

 

ამრიგად, სახელი სომეხი ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის აღმნიშვნელადაც კი არ არის ცალსახა მნიშვნელობისა:

 

დღეს, იყო სომეხი, ნიშნავს: ან მართვის მანიის კლსის ქართველი ერის წევრობას, ან ფორმის მანიის კლასის არმენიელი ერის წევრობას, კერძო შემთხვევად - ცხრომის მანიის კასტური ეფექტის არმენიული ფენომენის წარმომადგენლის მნიშვნელობითაც.

 

არაარსებითია, გრძნობს და აცხადებს თუ არა სომეხთაგან ერით ქართველი პიროვნება თავს ქართველად. ეს მისი ფსიქიკური მახასიათებლის საფუძველზეა მხოლოდ დადგენადი, თუ თვითონ მოისურვებს და გულახდილი იქნება სათანადო შეკითხვებზე პასუხების გაცემისას. თუ საჭორო გახდება, ეროვნული კუთვნეობის იდენტიფიკაციის ამგვარი პროცედურა უნდა შესრულდეს სრულიად კონფიდენციალურად: - მართვის მანიის კლასის ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის წევრის, როგორც ასეთის (მაგალითად - სომეხის), ამ ჯგუფის მდგრადობის კომპონენტად დაფიქსირებული ერისადმი  (აქ არმენიელი ერისადმი) კუთვნეობა, ამ პიროვნების ქცევა-თვითგამოხატვის გარეგნული ასპექტების მიხედვით, არავითარ ეჭვს არ უნდა იწვევდეს. შესაძლებელია, რომ მართვის მანიის კლასის ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის (მაგალითად - სომეხთა) დაყოფა წარმომავლობითი და ეროვნული ვინაობების მიხედვით ერთმანეთს არ დაემთხვეს. ანუ, მაგალითად: წარმომავლობით (მშობლების ეროვნული კუთვნეობის მიხედვით) არმენიელი სომეხთაგანი აღმოჩნდეს ერით ქართველი, ხოლო წარმომავლობით ქართველი სომეხთაგანი - ერით არმენიელი. ასე რომ, შეუძლებელია ერით ქართველმა სომეხმა (ასევე, ოსმა ან აფხაზმა) პროვნებამ მისი ერით ქართველობა საჯაროდ აღიაროს. ხოლო თავის თავის ან განდობილთა წინაშე ამის აღიარება, მას ხელს არ შეუშლის იმოქმედოს არმენიელი ერის სასარგებლოდ ან მისადმი ზიანის მიუყენებლად მაინც: გაცემა (თვითმიძღვნა) მართვის მანიის ფსიქიკური სტიქიის მატარებელი პიროვნების თვითრეალიზაციის უმთავრესი ასპექტია, რასაც ადექვატურად ასახავს რუსთველისეული მაქსიმა: “რასაცა გასცემ - შენია, რასც არა - დაკარგულია”. ამრიგად, არასწორია სომეხ პიროვნებას გარედან უკარნახო (შეუძახო), თუ რომელ ერს ეკუთვნის იგი ქართველ და არმენიელ ერთაგან.

 

მიუხედავად იმისა, რომ არაკორექტულია მართვის მანიის კლასის ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის წევრ პიროვნებას გარედან უკარნახო მართვის მანიის კლასის ერის წევრია ის თუ მდგრადობის კომპონენტად დაფიქსირებული ერისა, ასეთი პრაქტიკა მეტად გავრცელებულია: “მართვის მანიის კლასის ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფი”, საზოგადოდ, ამ ერის დანარჩენი ნაწილისაგან (ამავე ერის შიგნით სხვა ამგვარი ერთეულებისაგან და ამ ერის ალტერნატიული თვითრეალიზაციის ჯგუფებისაგან) მომდინარე  მისი სრული გაუცხოებისკენ მიმართული ზეწოლის ობიექტია. ამ გარემოებას ესაფუძვლება ის, რომ სხვა ამგვარ ერთეულთა სრული თვისებრივი ტრანსფორმაციის შემთხვევაში, ასეთ ხვედრს გადარჩენილი გარეგნულად განსხვავების მატარებელ ჯგუფთაგანი გათავისუფლდება უცხო კულტურის ნიღბით სარგებლობის აუცილებლობისგან და მიიღებს შესაძლებლობას პირდაპირი თვითრეალიზაციით გახდეს საწყის ეტაპზე მისი მოცველი ერის წარმომდგენი საზოგადოებრივი ერთობის მაკონსოლიდირებელი ელემენტი ანუ თავისი არსებობის ფაქტში გაზარდოს მართვის მანიის ეფქტის რეალიზაციის ხარისხი.

 

ქართველი ერის ნაწილების ერთმანეთზე ამგვარი (მათი ერით გაუცხოებისკენ მიმართული) უმძაფრესი ზეწოლის გამოხატულებაა ის ფაქტი, რომ “ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფების” სახელები: ბერძენი, ებრაელი, სომეხი, ოსი და სხვა გახდა ამ ერთეულთა მდგრადობის კომპონენტად დაფიქსირებულ ერთა, შესაბამისად: ძველელინელთა, ისრაელელთა, არმენიელთა, ალანთა აღმნიშვნელი; ხოლო ამგვარივე ერთეულთა სახელები: უბიხი, ვაინახი, აფხაზი და ბაცბი ახალ უცხო ერთა სახელადაც კი დაფიქსირდა (თუმცა, უკანასკნელი ორი სახელით აღნიშნული ეთნოსები, შესაბამისად, ადიღელ და ჩეჩენ ერებთანაც ასოცირდებიან). დღეს, ასეთ მნიშვნელობას ივითარებს სახელიც - “მესხი”, როგორც ამას კომპოზიტური სახელის - “თურქი-მესხები” გამოყენება ცხადყოფს: ანალოგიური გარდამავალი კომპოზიტების მაგალითებია სახელები: წოვა-თუშები, ალან-ოსები. გვხვდება საპირისპირო პრაქტიკაც, როდესაც თვითონ ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელ ჯგუფს ენიჭება მის მდგრადობის კომპონენტად აქტუალიზებული ერის სახელი. ამის მაგალითია ერთ-ერთი ქართული პროვინციის დასახელება - “რანი” (ნაწარმოები სჩანის სახელისგან - “ირანი”) და ქართველ კათოლიკეთა ფრანგებად, ხოლო ქართველ მაჰმადიანთა თათრებად სახელდებულობა ქართულ მეტყველებაში. ორივე პრაქტიკით მჟღავნდება ქართველი ერის დანარჩენი ნაწილის მიერ ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელ ჯგუფთა ქართველი ერისგან გაუცხოების, მათი თავთავის მდგრადობის კომპონენტების იგივურ ნაწილებად დაფიქსირების მცდელობა, მათი სრული ეროვნული გაუცხოებისკენ მისწრაფება. ეს, ამ უცხო ერების თუ მათი დიასპორების წარმომადგენლებს ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელ ჯგუფებში ფსიქოლოგიურ კომფორტს უქმნის, ამ ჯგუფების ერით ქართველი ელემენტისგან მათი ერით განურჩევლობის ცნობიერებას უყალიბებს. მეორე მხრივ, მართვის მანიის კლასის ერის წევრობა (აქ, ქართველობა) არ ნიშნავს კომფორტულად გრძნობდე თავს საკუთარი ერის წევრებს (აქ, ქართველებს) შორის: ამ თვისებრივი ტიპის ერის წევრებისთვის უცხო ერის საზოგადოებაა ფსიქოლოგიური კომფორტის გარემო. ამდენად, კონფლიქტურ სიტუაციებში ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის ერით ქართველი ნაწილი ამ ერთეულის მდგრადობის კომპონენტად დაფიქსირებული უცხო ერის მხარეს უნდა აღმოჩნდეს, რაც დადასტურდა აფხაზეთსა და ოსეთს გაღვივებულ კონფლიქტებში.

 

მაგრამ, ამასთანავე, დამზგავსება, თუნდაც - გარეგნული, განსხვავების საფუძველზე ერთობის პრინციპის მიხედვით (ანუ მართვის მანიის ფსიქიკური სტიქიის მატარებელი პიროვნებისთვის), ერთობის ცნობიერების აუცილებლობის მომხსნელი პირობაა. ამ გარემოების ძალით, მართვის მანიის კლასის ერის (მაგალითად, - ქართველი ერის) გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის (მაგალითად, - სომხობის) ერით საკუთრივი (აქ, ერით ქართველი) ნაწილის გარეგნულად თვითასოცირება ამ ერთეულის (აქ, სომხობის) მდგრადობის კომპონენტთან (აქ, არმენიელ ერთან), იწვევს ამ ერის (აქ, არმენიელი ერის) მთლიანობის დარღვევას - მისგან ისეთი ნაწილის ჩამოშორების ტენდენციას, რომელთან ურთიერთობაშიც ერით ქართველ ელემენტს შეუძლია გარეგნულად განსხვავების მატარებელ ჯგუფში (აქ, სომხობაში) ინიციატივას თვითონ (აქ, სომხობის ერით ქართველი ნაწილი) ფლობდეს. მართვის მანიის კლასის ერის მდგრადობის კომპონენტად აქტუალიზებულ ერთა ამ მექნიზმით გახლეჩის მაგალითებად შეიძლება დასახელდეს: მე-12 საუკუნეში საქართველოს სახელმწიფოს შემადგენლობაში სომხეთის სამთავროს დაწინაურების სინქრონულად არმენიული სახელმწიფოებრიობის ცენტრის კავკასიიდან კილიკიაში გადანაცვლება; აფხაზობის გამოყოფა ადიღური სამყაროსგან; ქისტების გამოყოფა ჩეჩნური სამყაროსგან; ოსების გამოყოფა ალანური სამყაროსგან; პონტოელი ბერძნების გამოყოფა ელინური სამყაროსგან.

 

ამრიგად, მართვის მანიის კლასის ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფი გარეგნულად განსხვავების განვითარებით გარეგნულად ემიჯნება საკუთარ ერს, მაგრამ ის, ამასთანავე, გარეგნული დამზგავსებით ფაქტობრივად ემიჯნება სათანადო მდგრადობის კომპონენტად დაფიქსირებულ ერსაც და გარეგნული განსხვავების დემონსტრაციით  ხდება საკუთარი ერის კონსოლიდაციის ბირთვი. ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ მართვის მანიის კლასის ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფი, ჩვენ, ამ თვისებრივი ტიპის ერის, მის მომცავ ცივილიზაციაში, სტრუქტურულად გამომკერძოებელ ფაქტორად დავასახელეთ.

 

აღნიშნულის საფუძველზე, მართვის მანიის კლასის ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელ ჯგუფთა ლიდერები ან მათი ჩამოყალიბების ინიციატორები გვევლინებიან ამ თვისებრივი ტიპის ერთა სახელმწიფოებრივი აღორძინების, სახელმწიფოებრივი ინსტიტუციონალიზაციის მაინიციირებლებად. პიროვნების ამგვარი ფუნქციური სტატუსის უმაღლესი მითოსური პერსონიფიკაციაა კოლხეთის მეფე აიეტი (საკუთრივი ფუნქცია: ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის აქტუალიზატორი, მდგრადობის კომპონენტად აქეველი ერით).

 

ქართველი ერის ისტორიაში აიეტის მემკვიდრეებად შეიძლება დავასახელოთ: მეფე აზონი - არიან-ქართლის სახით ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის აქტუალიზატორი, მდგრადობის კომპონენტად ხათური სამყაროს ნაშთი ელემენტით (გაცის და გაიმის კულტის დამამყარებელი); მეფე ფარნავაზი - იბერია-ქართლის სახით ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის აქტუალიზატორი, მდგრადობის კომპონენტად პართიელი ერით (არმაზის, იგივე ჰორმუზდის ანუ აჰურამაზდას კულტის დამამყარებელი); მეფე მითრიდატე VI ევპატორი - პონტოს სახით ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის აქტუალიზატორი, მდგრადობის კომპონენტად მაკედონელი ერით (მაკედონელები - ძველელინური მემკვიდრეობა ეგეოსური ცივილიზაციის სივრცეზე კულუტურული გაერთგვაროვნების სტანდარტად აქტუალიზატორები და, ამდენად, ელინიზაციაისადმი თვითდაქვემდებარებულები); მეფე ფარსმან II ქველი - იბერია-ქართლის სახით ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის მდგრადობის კომპონენტად რომაელი ერის აქტუალიზატორი (არმაზის კულტის მარსის კულტით ჩანაცვლების ინიციატორი); მეფე ამაზასპი - ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის მდგრადობის კომპონენტად ირანელი ერის აქტუალიზატორი; მეფე ვახტანგ I გორგასალი - ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის მდგრადობის კომპონენტად ბიზანტიელი ერის აქტუალიზატორი; მეფე გუბაზი - ეგრისის სამეფოს ფენომენში ამაზასპის და ვახტანგ გორგასალის ინიციატივების რეაქტუალიზატორი; მეფე ლეონ II - ეგრის-აფხაზეთის სამეფოს ფენომენში ვახტანგ გორგასლის ინიციატივის რეაქტუალიზატორი; ზაქარია მხარგრძელი - სომხეთის სამთავროს სახით ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის რეაქტუალიზატორი; სულხან-საბა ორბელიანი - ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის მდგრადობის კომპონენტად ევროპელ ერთაგანის აქტუალიზაციის ჩაშლილი ინცატივის ავტორი; მეფე ერეკლე II - ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის მდგრადობის კომპონენტად, ჯერ, ცხრომის მანიის კასტური ეფექტი არმენიული ფენომენის, საბოლოოდ კი, რუსი ერის აქტუალიზაციის ინიციატორი; ილია ჭავჭავაძე - ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის მდგრადობის კომპონენტად რუსი ერის, მისი ფენომენური განვითარების მეოთხე საფეხურის მოდუსით აქტუალიზაციის ინიციატორი; ნიკო ნიკოლაძე - ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის მდგრადობის კომპონენტად ცხრომის მანიის კლასის ევროპელი ერთაგანის აქტუალიზაციის შეფერხებული ინიციატივის ავტორი; იოსებ ჯუღაშვილი - ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის მდგრადობის კომპონენტად რუსი ერის აქტუალიზაციის ინიციატორი...

 

(დასასრული იქნება)