აჭარის სოფლებში „ქართულიი ოცნების“ დამკვირვებლებს ვიდეოგადაღების საშუალებას არ აძლევენ

აჭარის სოფლებში „ქართულიი ოცნების“ დამკვირვებლებს ვიდეოგადაღების საშუალებას არ აძლევენ

კიდევ ერთი ინფორმაცია დარღვევების შესახებ ვრცელდება აჭარიდან სოფლებში ჩაქვსა და  ქვედა აჭყვაში, სადაც ვიდეოგადაღების საშუალებას არ აძლევენ „ქართული ოცნების“ დამკვირვებლებს. დამკვირვებლები ამბობენ, რომ მათ დილის შვიდი საათიდან,მხოლოდ რამდენიმე კადრის გადაღება მოახერხეს, მას შემდეგ კი უბნის თავმჯდომარემ გადაღება აკრძალა და უბნის დატოვება მოითხოვა. ამ ფაქტს უბნის თავმჯდომარე, ოლქის წარმომადგენლებსა და ჟურნალისტებთან უარყოფს და ამბობს, რომ მას გადაღება არავისთვის არ აუკრძალავს.