ჩიორა თაქთაქიშვილი: „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ამომრჩევლებზე გარკვეული სახის ზეწოლებს ახორციელებენ

ჩიორა თაქთაქიშვილი: „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ამომრჩევლებზე გარკვეული სახის ზეწოლებს ახორციელებენ

კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიერ ამომრჩევლებზე გარკვეული სახის ზეწოლები ხორცილედება. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსპიკერმა, ჩიორა თაქთაქიშვილმა დღეს გამართულ მორიგ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად მათ მიერ საარჩევნო პროცესების გამჭვირვალობის უზრუნველყოფისა, კოალიცია ცდილობს პროცესები ისე წარმოაჩინოს, თითქოს მათ მიერ რაიმე სახის კანონდარღევები ხორციელდება.

„ეს მათ არ გამოუვათ, რადგან ის გამჭირვალობა, რომელსაც ჩვენ ვუზრუნვეყოფთ, არის გარანტია იმისა, რომ ეს ინფორმაცია არ იქნება საზოგადოებისთვის დამაჯერებელი“, - განაცხადა მან.

თაქთაქიშვილის განმარტებითვე, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კონკრეტული ზომები მიიღო იმისათვის, რომ ამომრჩევლის მოწევევის კამპანია პროვოკაციებისთვის არ ყოფილიყო გამოყენებული. ამისათვის მისი თქმით, აკრძალეს პარტიული მაისურების ჩაცმა და მათ მოხალისეებს დაავალეს, რომ დისტანცია დაეცვათ სხვა პოლიტიკური ძალების აქტივისტებისგან. 

„მიუხედავად ამისა, ჩვენ გვაქვს შემთხვევები, როცა სწორედ „ქართული ოცნების“ მხრიდან სხვადასხვა რაიონში ადგილი აქვს ერთიდაიგივე საქმინაობას. ეს გახლავთ ნაძალადევის რაიონის 53-ე და 54-ე საარჩევნო უბნებზე, თბილისის მე-7 საარჩევნო ოლქში, ჩუღურეთის რამდენიმე საარჩევნო უბანში და ისნის 75-ე საარჩევნო უბანში, სადაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ახორციელებენ ამომრჩევლებზე ზეწოლებს, ასეთი შემთხვევები არამარტო თბილისში არამედ რაიონებშიც დაფიქსირდა. მაგალითად გორსა და ზუგდიდში“, - დასძინა თაქთაქიშვილმა.