მაია ფანჯიკიძე: „ქართული ოცნების“ დამკვირვებლებს ბეიჯების არ ქონის გამო, პრობლემები ექმნებათ

მაია ფანჯიკიძე: „ქართული ოცნების“ დამკვირვებლებს ბეიჯების არ ქონის გამო, პრობლემები ექმნებათ

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ პრესსპიკერი მაიაფანჯიკიძის ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ დამკვირვებლების ნაწილს  ბეიჯების უქონლობის გამო, საარჩევნო უბნებზე არუშვებენ.

ფანჯიკიძის განცხადებით, ამის შესახებ ინფორმაცია „ქართულ ოცნებაში“ ქოლ-ცენტრიდან შევიდა.

მისი თქმით, გორში, სოფელ ხიდისთავში #78-ედა #79-ე უბნებზე კოალიციის დამკვირვებელი ამის გამო არ შეუშვეს.

ფანჯიკიძე აღნიშნავს, რომ საერთო ჯამში, 9 დამკვირვებელი მონიტორინგს ვერ ახორციელებს.

„მიზეზად მათ უთხრეს, რომ შესაბამი ბეიჯები არ ჰქონდათ, მაგრამ ეს ადამიანები დარეგისტრიებული არიან უბნენზე და მათი მონაცემები იქ არსებობს. მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა უბნის ხელმძღვანელს შეშვება მოსთხოვეს, იგი გაღიზიანდა და დამკვირვებლები პერიმეტრიდან გააძევა“, - განაცხადა ფანჯიკიძემ და დასძინა, რომ ბეიჯების არა რსებობის გამო, ანალოგიური პრობლემა შეექმნათ „ქართული ოცნების“დამკვირვებლებს გლდანში #52-ე საარჩევნო უბანზე.

მისი თქმითვე, აღნიშნული პრობლემა იმის გამო შეიქმნა, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ბეიჯების დაბეჭდვა დროულად ვერმოახერხა.

არსებული ინფორმაციით, ბეიჯების გარეშე„ქართული ოცნების“ ოცი დამკვირვებელია დარჩენილი.