„ამომრჩეველთა ლიგა“: ყაზბეგში საარჩევნო უბანი დროებით დაიხურა

„ამომრჩეველთა ლიგა“: ყაზბეგში საარჩევნო უბანი დროებით დაიხურა

საზოგადოებრივი მოძრაობა „ამომრჩეველთა ლიგის“  ინფორმაციით, ყაზბეგში ნომერ პირველ საარჩევნო უბანზე  დიდი რაოდენობის მოქალაქეებია მობილიზებული, რომლებიც ადგილობრივების განცხადებით,  იქ მაცხოვრებლები არ არიან.

შედეგად, ადგილობრივ მოსახლეობასა და მობილიზებულ მოქალაქეებს  შორის, სიტყვიერი დაპირისპირება და შეხლა-შემოხლა მოხდა.

ამ დროს, დაშავდა  „ინფო 9“ -ის ჟურნალისტი, რომელიც განვითრებულ მოვლენებს აშუქებდა.

ადგილზე იმყოფებოდა საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და რაიონის გამგებელი დავით ღუდუშაური.

ინციდენტის  შედეგად, საარჩევნო უბანი დროებით დაიხურა.

ამჟამად, ყაზბეგში ხმის მიცემის პროცედურა აღდგა. მოქალაქეებს საკუთარი აზრის დაფიქსირება თავისუფლად შეუძლიათ.