გურიაში მაესტრო და მე-9 არხი გათიშულია

გურიაში მაესტრო და მე-9 არხი გათიშულია

გურიაში საკაბელო ოპერატორებმა „მაესტრო“ და მე-9არხი უკვე გათიშეს, ამ ინფორმაციას ადგილობრივი მცხოვრებლები ადასტურებენ.

 „ჟურნალისტური ეთკის ქარტიის საბჭოს“ აღმასრულებელი დირექტორის თამარ კორძაიას განმარტებით, სამწუხაროა, რომ საკაბელო ოპერატორები აბონენტების სურვილს არ ითვალისწინებენ.

„ძალიან სამწუხაროა, რომ საკაბელო ოპერატორები არ ითვალისწინებენ თავიანთი აბონენტების სურვილს და არ ავლენენ სამოქალაქო პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე, რომელთაც სურთ ინფორმაციის სრულყოფილად მიღება. ამ გზით ისინი ხელს დაძაბულობის ზრდას უწყობენ“,-აცხადებს კორძაია.