ილია მეორე: მე მივეცი ხმა მათ, ვინც დაიცავს - ღმერთის, სამშობლოსა და ადამიანის წმინდა ფასეულობას

ილია მეორე: მე მივეცი ხმა მათ, ვინც დაიცავს - ღმერთის, სამშობლოსა და ადამიანის წმინდა ფასეულობას

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე დღევანდელ არჩევნებს ისტორიულს უწოდებს. ამის შესახებ მან თბილისის #4 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.

„არსებობს სამი დიდი სიწმინდე - ღმერთი, სამშობლო, ადამიანი. მე მივეცი ხმა მათ, ვინც დაიცავს ამ უდიდეს ფასეულობებს, საქართველოს თავისუფლებას და წინსვლას“-ბრძანა პატრიარქმა.

პატრიარქმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ საქართველო განვითარების გზაზე დადგება და თავის დიდ ტრადიციებს შეინახავს.